FM97.5 / LIVE

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მეორე რაუნდი იწყება

მთავარიეკონომიკა 15.02.2016
15 თებერვლიდან საქართველოს ყველა რეგიონში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მეორე რაუნდი იწყება. ბიზნეს იდეების მიღება მარტის ბოლომდე გაგრძელდება.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მეორე რაუნდი იწყება

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის მეორე რაუნდში მინიმუმ 1500 ბენეფიციარი დაფინანსდება და გადამზადდება 3000-მდე ბენეფიციარი. ბიზნეს იდეების რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: www.qartuli.ge

პროგრამა ითვალისწინებს ერთ მეწარმე სუბიექტზე დაფინანსების მაქსიმალურ თანხას 5000 ლარის ოდენობით, ორი მეწარმე სუბიექტის გაერთიანების შემთხვევაში - არაუმეტეს 10 000 ლარისა, ხოლო სამი მეწარმე სუბიექტის გაერთიანების შემთხვევაში - 15 000 ლარს, ბენეფიციარისთვის გადაცემული თანხის მინიმუმ 20%-იანი თანხობრივი თანამონაწილეობით.

რაც შეეხება პირველი რაუნდის შედეგებს, ამ ეტაპზე დაფინანსებულია 1620 ბენეფიციარი, ტრენინგი გაიარა 3118–მა ბენეფიციარმა.
გაფორმებულია 218 ხელშეკრულება, რომლებიც დაფინანსდებიან უახლოეს მომავალში, რადგან პროექტში ჩართვისას ბენეფიციარი ხარჯავს საკუთარი თანამონაწილეობის თანხას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან.

საერთო ჯამში, პირველი რაუნდის შედეგად დაფინანსდება 1770-მდე ბენეფიციარი.

საქართველოში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს დაიწყო. პროგრამის მიზნებია: რეგიონული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდა; შემოსავლების ათვისება; თანამედროვე ბიზნესპრაქტიკის დამკვიდრება; დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და რეგიონის მკვიდრთა შემცირებული მიგრაცია. პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია, ხანგრძლივობა კი 26 თვე. პროგრამა 2017 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დეტალებს გააცნობენ
რას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო – შეხვედრა ახალციხეში
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი ახალი პირობებით დაიწყო [VIDEO] [R]
სამცხე–ჯავახეთში მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამაზე იმსჯელებენ
მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნეს
პროგრამის 'აწარმოე საქართველოში' ახალი ეტაპი იწყება
სახელმწიფოს შეთავაზება მიკრო და მცირე მეწარმეებს