FM97.5 / LIVE

რა თანხა გაიხარჯა ახალციხის მერის სარეზერვო ფონდიდან

მთავარიპოლიტიკა 13.02.2016
ახალციხის მერმა 2015 წელს სარეზერვო ფონდის 34.5 % გახარჯა; რას მოხმარდა ყველაზე მეტი თანხა და რამდენი ლარით განისაზღვრა მიმდინარე წელს სარეზერვო ფონდი;

რა თანხა გაიხარჯა ახალციხის მერის სარეზერვო ფონდიდან
2015 წელს ახალციხის მერის სარეზერვო ფონდი 120.000 ლარს შეადგენდა. აღნიშნული თანხიდან გასულ წელს მხოლოდ 41 401 ლარი გაიხარჯა.

გახარჯული თანხის თითქმის ნახევარი, 20 000 ლარი თბილისში 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, ფინანსთან სამინსიტროს გადაწყვეტილებით გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხა.

დარჩენილი თანხა 21 401 ლარი კი ასე გადანაწილდა:

4.600 ლარი დაიხარჯა ივნისში, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლის თურქეთში ტრანსპორტირებისთვის.

938 ლარით, ივლისში ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეს გაეწია დახმარება.

1500 ლარი დაიხარჯა ოქტომბერში გაჭირვებული სამი ოჯახის ერთჯერადი დახმარებითვის.

ნოემბერში, მოქალაქის ოპერაციის დაფინანსებისთვის 302 ლარი იქნა გათვალისწინებული, ხოლო 4 566 ლარით დაეხმარნენ ერთ–ერთ ოჯახს დაზიანებული სახლის აღდგენისთვის.

ამავე თვეში, 2500 ლარი გადაერიცხა შიტო–კაი შიტო რიუს კლუბ „საფარას“ ღია საკლუბო ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღებისთვის.

ყველაზე მეტი დახმარება ქალაქის მერმა დეკემბერში გასცა 6 995 ლარის ოდენობით, აქედან 5 795 ლარი 11 დეკემბერს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სახურავების შეკეთებისთვის 16 ოჯახს გადაერიცხა.

1200 ლარი კი (200–200 ლარის ოდენობით) მერმა ექვს სპორტსმენს , თელავში გიორგი რეხვიაშვილის სახ.საქ. თასის მეექვსე გათამაშებაზე გუნდური პირველი ადგილის დაკავებისთვის გადასცა.

ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ სარეზერვო ფონდი წელსაც 120 000 ლარით განისაზღვრა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

07.07.2020 ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რაში დახარჯეს მერიებმა 2018 წელს სარეზერვო ფონდის თანხები
ახალციხის მერიამ 8 თვეში სოციალურ პროგრამებისთვის 727 000 ლარის დაფინანსება გასცა ®
ახალციხის მერია სოციალური პროგრამების ფარგლებში 19 000-მდე მოქალაქეს დაეხმარა ®
ახალციხის გამგებელმა 2015 წლის ანგარიში წარადგინა
ბორჯომის გამგეობამ ოქტომბერში მოქალაქეთა დასახმარებლად 126 556 ლარის დაფინანსება გასცა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ხანძრით დაზარალებულ მახათაძეებს 7 000 ლარი გადასცა
1 მლნ ლარი – ბორჯომში 7 ივნისის სტიქიის შედეგები დაითვალეს