FM97.5 / LIVE

საჭადრაკო სექცია პირობების გარეშე

მთავარისაზოგადოება 02.12.2012
ნინოწმინდის საჭადრაკო სექციაში სწავლის მსურველი ბევრია, თუმცა, სექციას ბევრი მოსწავლის მიღების საშუალება არ გააჩნია. მათ არსებული მოსწავლეებისთვის საკმარისი ინვენტარიც არ აქვთ

საჭადრაკო სექცია პირობების გარეშენინოწმინდაში ჭადრაკის სექცია 2008 წელს გაიხსნა, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით. ამ ეტაპზე სექციაში 45 მოსწავლე და ერთი მასწავლებელია. ჭადრაკის მასწავლებელი იურა ქუიუმჩიანი ამბობს, რომ მსურველი კიდევ ბევრია, მაგრამ იძულებულნი არიან უარი უთხრან.

ჭადრაკის სექციას ერთი ოთახი აქვს დათმობილი. მოსწავლეებს მეცადინეობისთვის ნორმალური მაგიდები არ აქვთ. გარდა ამისა, 45 მოსწავლეზე მხოლოდ ერთი მასწავლებელია, რომელიც მეცადინეობების ჩატარებას უკვე ფიზიკურად ვეღარ ასწრებს.

ჭადრაკის მასწავლებელმა იურა ქუიუმჩიანმა სექციის გაფართოებისა და მისი სკოლად გადაკეთების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას ბევრჯერ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

“იძულებული გავხდი, განცხადებაც კი დამეწერა, რომ განაცხადებს ვეღარ ვიღებთ, მოსწავლეების მიღება შევაჩერეთ. ახალქალაქში ჭადრაკის სექცია ჩვენი სექციის შემდეგ გაიხსნა და იქ უკვე საჭადრაკო სკოლაა. ჩვენც გვინდა სკოლა გვქონდეს, - ამბობს იურა ქუიუმჩიანი, - თუ სკოლა იქნება, მხოლოდ ერთი ჯგუფი მეყოლება. მეტი დაფინანსება იქნება და შევძლებ საჭადრაკო დაფების, მაგიდების, საათებისა და სხვა ინვენტარის ყიდვას. სკოლა თუ გაიხსნება, თავად გადავწყვეტ, რა შეჯიბრებზე წავიდე, ახლა კი იმ ასპარეზობებზე გვიწევს სიარული, სადაც გაგვიშვებენ”.

[შუშან შირინიანი, ნინოწმინდა]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ნინოწმინდელმა მოჭადრაკეებმა პირველ-მეორე ადგილები გაიყვეს
ახალციხის პირველი სკოლა ჭადრაკის ჩემპიონი გახდა
‘მილიონი სვლა’ – ჭადრაკის ონლაინ ჩემპიონატი ახალციხეში
ახალციხეში მოსწავლეებს შორის ჭადრაკის და შაშის ტურნირი მოეწყო
ახალციხის თემში მოსწავლეებს შორის ჭადრაკის ჩემპიონატი ჩატარდა
ახალციხეში ჭადრაკის მწვრთნელებისთვის სემინარი მიმდინარეობს
ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა