FM97.5 / LIVE

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

მთავარისაზოგადოება » განათლება 10.02.2016
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია 9 თებერვალს დაიწყო და 15 მარტს დასრულდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

რეგისტრაციას აბიტურიენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.ge; online.naec.ge).
აბიტურიენტთათვის განკუთვნილი ცნობარი, კი დაიბეჭდება გაზეთში "ახალი განათლება".

აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე, 9 თებერვლიდან 15 მარტამდე მოუწევთ. მათ ამ პერიოდში უნდა მიუთითონ ჩასაბარებელი საგნები - არანაკლებ 4 გამოცდისა (მხოლოდ სახელოვნებო/სასპორტო მიმართულების ფაკულტეტებზე ჩაბარების მსურველებმა -არანაკლებ 3 გამოცდისა, მხოლოდ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა - არანაკლებ 1 გამოცდისა).

15 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 1 ივნისამდე შეეძლება გამოცდის დამატება, საგნის შეცვლა. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც.

რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, მათი არჩევა თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.

მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ (1 ივნისი) საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია სრულდება
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა იწურება
2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება
დაიწყო რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის
ეროვნული გამოცდებისთვის 25 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა