FM97.5 / LIVE

სამი წელი - უცვლელი პრიორიტეტი

მთავარიეკონომიკა 01.03.2012
რიტუალების სახლი - რიგით პირველი პრობლემა სოფლებში; სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და პრიორიტეტები

რიტუალების სახლი - რიგით პირველი პრობლემა სოფლებში; სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და პრიორიტეტები;

მესამე წელია ახალციხის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” კვლავ რიტუალების სახლზე საუბრით იწყება – კედლების შელესვა, სამზარეულოს მიშენება, წყლის მიყვანა, ჭურჭლის ან ინვენტარის შეძენა, გადახურვა, იატაკის დაგება. შემდეგ მოდის გზისა და წყლის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები.

მიმდინარე წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის 47 სოფელში 667 383 ლარი დაიხარჯება. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის გაგა ივანიძის თქმით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის” გამოყოფილი თანხა წელს 25 პროცენტითაა მომატებული.

- “ისე, როგორც გასულ წლებში, თანხა წელსაც სულადობის მიხედვით ნაწილდება, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე და ამატებს, რომ პროგრამის ფარგლებში, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დაიწყო – ჩემი მიზანია, მოსახლეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთოს, მინდა ავუხსნა კიდევ ერთხელ, რომ ეს ფული მათია და პროექტების მიმდინარეობა თავად უნდა აკონტროლონ”.

დემეტრაძე აწყურში, წინუბანში, თისელში, გურკელში, საყუნეთში, ზიკილიაში, ურაველსა და მუსხში უკვე იყო. პრიორიტეტების შესარჩევად სოფლებში კრებები ჯერ არ გამართულა, თუმცა დემეტრაძის თქმით, კვლავ ყველა რიტუალების სახლზე ლაპარაკობს: “ზოგან რემონტია გასაკეთებელი, ზოგს სკამები არ აქვს, ან ჭურჭელი. არადა შეუძლიათ გარდამავალი პროექტი აირჩიონ, რაც სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარებას უფრო გამოადგება, მაგრამ ამაში მე ვერ ჩავერევი”.

გასულ წელს ანდრიაწმინდაში რიტუალების სახლს სამზარეულო მიუშენეს. წელს ამ სოფლისთვის 9 424 ლარი დაიხარჯება.

- “ისევ რიტუალების სახლი გვაქვს დასამთავრებელი, კედლებია გასალესი. სოფლამდე მისასვლელი გზაც შესაკეთებელია”, - ამბობს ანდრიაწმინდელი ავთანდილ ტაბატაძე.

რიტუალების სახლზე აკეთებს აქცენტს წინუბანში მცხოვრები ჯულიეტა ქიმერიძეც. წელს ამ სოფლისთვის 13 340 ლარია გამოყოფილი: “ორი წელია ჩვენ სოფელში სასმელი წყალი კეთდება, მაგრამ ამ წუთამდე წყალი ისევ არ გვაქვს, ტენდერში ორივეჯერ ერთ კომპანიას გაამარჯვებინეს და უხარისხოდ გაგვიკეთეს. არადა სოფელში რიტუალების სახლიც მოსაწესრიგებელია”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის გიორგი გიქოშვილის თქმით, გასულ წელს წინუბანში ფრიდონ კაპანაძემ იმუშავა, რიტულების სახლი გააკეთა და 7 798 ლარი დაჯდა. გურკელი-წინუბანი-აგარის სასმელი წყალის სისტემა კი 2010 წელს გაკეთდა: “გამგებლის მოადგილედ გასულ წელს დავინიშნე, სამი წლის წინ რა მოხდა ვერ გეტყვით, თუმცა, პროექტის ჩაბარებისას ხელს მიღება-ჩაბარების აქტზე ამავე სოფლეში მაცხოვრებლებიც რომ მოაწერდნენ, ეს ზუსტად ვიცი”.

რაც შეეხება უცვლელ პრიორიტეტს – რიტუალების სახლს, გიქოშვილი ამბობს, რომ ამის მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, სოფლებში სხვა საკითხების მოგვარებაზე შეუთანხმებლობაა: “ის ვის სახლამდეც გზა მიდის, გზის შეკეთებაზე უარს აცხადებს, ვისაც წყალი აქვს, არ მიაჩნია პრიორიტეტად წყალზე ფულის დახარჯვა. რიტუალები კიდევ ყველას სჭირდება”.

სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის აგრო-კონსულტანტი ზურა სადათიერაშვილი და “მერსი ქორფსის” გენდერისა და კვლევების კოორდინატორი ნინო ლომიძე მიიჩნევენ, რომ სოფლებში რიგით პირველი პრობლემა საირიგაციო სისტემის მოწესრიგებაა.

- “აქ მენტალიტეტის პრობლემაა, კომფორტულად ჭამა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ის რა ჭამო, ან რითი ჭამო”, - ამბობს სადათიერაშვილი.

- “ხშირ შემთხვევაში სოფლისთვის გამოყოფილი თანხა, რიგით პირველი პრიორიტეტის მოგვარებას ვერ წვდება და ამიტომ ირჩევენ რიტუალების სახლის მოწყობას”, - აცხადებს ლომიძე.

გასულ წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად 79 ხელშეკრულება იყო გაფორმებული, აქედან 34 კულტურისა და რიტულების სახლის, 23 სასმელი წყლის სისტემის, 9 სარწყავი არხების და 3 ამბულატორიების რემონტსა და რეაბილიტაციას ითვალისწინებდა.

როგორ განაწილდება განსახორციელებელი პროექტების რაოდენობა მიმდინარე წელს, სოფლებში თათბირების გამართვისა და პრიორიტეტების შერჩევის შემდეგ გაირკვევა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

20.10.2019 ბორჯომში ანსამბლ 'ადილეის' კონცერტი გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე


ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების სოფლებში პრიორიტეტები შეარჩიეს
რიტუალების სახლი – უცვლელი პრიორიტეტი ადიგენში
რაში დაიხარჯება 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფული ადიგენის მუნიციპალიტეტში?
'სოფლის მხარდაჭერის პროგრამა' რიტუალების სახლს გასცდა
ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტებს ირჩევენ
ასპინძაში ‘სოფლის მხარდაჭერის’ ფული ისევ  'ქელეხებისთვის' დაიხარჯება