FM97.5 / LIVE

‘სამხრეთის კარიბჭე’ რადიომაუწყებლობისთვის ემზადება

მთავარისაზოგადოება 09.02.2016
გაზეთის, საინფორმაციო სააგენტოსა და ონლაინ გადაცემების შემდეგ, „სამხრეთის კარიბჭე“ ორენოვანი, ქართულ–სომხური რადიომაუწყებლობისთვის იწყებს მზადებას.

‘სამხრეთის კარიბჭე’ რადიომაუწყებლობისთვის ემზადება

კავშირმა „სამხრეთის კარიბჭე“ რადიო მაუწყებლობისთვის საჭირო ლიცენზია უკვე მოიპოვა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, „კავშირი სამხრეთ კარიბჭე“ ახალციხეში FM 97.5-ზე იმაუწყებლებს.

როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ დირექტორი, ლელა ინასარიძე ამბობს, რადიომაუწყებლობისთვის მზადება უკვე დაწყებულია, ამ ეტაპზე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს: „ლიცენზიის მოპოვების შემდეგ, პირველი რიგის სამუშაოა რადიოს ტექნიკური აღჭურვილობა და კადრების მომზადება. საინფორმაციო ბადე უკვე შემუშავებულია, რადიოს ექნება როგორც საზოგადოებრივ – პოლიტიკური, ასევე საინფორმაციო და გასართობი გადაცემები. რადიოსთვის „სამხრეთის კარიბჭეს“ გუნდი იმუშავებს, თუმცა, დაგეგმილია კადრების დამატებაც“.

დირექტორის თქმით, რადიო 24 საათის განმავლობაში იმაუწყებლებს, გადაცემები იქნება როგორც ქართულ, ისე სომხურ ენაზე. რადიოს მოსმენა FM 97.5-ზე მსმენელებს რამდენიმე თვეში შეეძლებათ.

გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“ 2004 წელს, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა დააარსა. იმის გამო, რომ სამცხე–ჯავახეთი მულტიეთნიკური რეგიონია, გაზეთი ორენოვანია, ქართულ–სომხური. 2012 წლიდან გაზეთის ბაზაზე ამავე სახელწოდების საინფორმაციო სააგენტო დაარსდა, რომელიც მულტიმედია მასალებითაა დატვირთული.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘სამხრეთის კარიბჭემ’ საცდელი რადიომაუწყებლობა დაიწყო
'სამხრეთის კარიბჭემ' ათი წლის იუბილე იზეიმა
რადიოს მსოფლიო დღე - 13 თებერვალი
'სამხრეთის კარიბჭე' ახალ მისამართზე გადავიდა
„სამხრეთის კარიბჭე“ სამუშაოდ იწვევს ჟურნალისტებს
‘სამხრეთის კარიბჭე’ აცხადებს სტაჟირებას ჟურნალისტებისთვის
„სამხრეთის კარიბჭე“ სამუშაოდ იწვევს მოქალაქე ჟურნალისტებს