FM97.5 / LIVE

ახალციხეში სინაგოგას 150 წლის იუბილეს საზეიმოდ აღნიშნავენ

მთავარისაზოგადოება 08.02.2016
ახალციხეში მდებარე სინაგოგის 150 წლის იუბილეს ქალაქის მერია ისრაელში წასულ ახალციხელ ებრალებთან ერთად იზეიმებს. ასევე, იგეგმება მუზეუმის მოწყობაც.

ახალციხეში სინაგოგას 150 წლის იუბილეს საზეიმოდ აღნიშნავენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს ახალციხეში მდებარე უძველესი სინაგოგის 150 წლის იუბილესთვის ემზადება. როგორც ახალციხის მერი გიორგი კოპაძე აცხადებს, ჯერ თარიღი გარკვეული არაა.

„12 ივნისი საორიენტაციოდ ითქვა, თუმცა საქართველოში რაბინს ვესაუბრე და ამიხსნა, რომ ამ დღეს ებრაელების ერთ–ერთი დღესასწაულია, ამიტომ ზეიმი, ცეცხლის ანთება და სხვა ამგვარი ღონისძიებები იკრძალება, – ამბობს გიორგი კოპაძე და ამატებს, რომ 11 თებერვალს შვებულების პერიოდში ისრაელში მიემგზავრება და თარიღს საბოლოოდ შეათანხმებს, – გაირკვევა ზუსტი დრო, ასევე ის, ეს ღონისძიებები ერთდღიანი იქნება, ორდღიანი თუ სამდღიანი“.

მისი თქმით, ამ დღეს გაიმართება კონცერტი და ორი ერის მრავალწლიან მეგობრობას ებრაელები და ქართველები ერთად იზეიმებენ: „ჩვენი სინაგოგა საქართველოში ყველაზე უძველესია, მას წელს ზუსტად 153 წელი უსრულდება“.

ქალაქის მერის განცხადებით, ამ სინაგოგას გვერდით მდებარე შედარებით პატარა სინაგოგაში, რომელიც ამჟამად უმოქმედოა, ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობის მუზეუმის გახსნა იგეგმება: „ეს შენობა მერიის ბალანსზეა, შევათანხმებთ ებრაელ თემთან და როგორც გადაწყვეტენ, ისე გავაკეთებთ“.

ასევე ამ იუბილესთან დაკავშირებით, კოპაძის თქმით, მესხეთის თეატრში ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობის შესახებ სპექტაკლი დაიდგმება: „მისი ჩვენება ისრაელში მცხოვრები ქართველებისთვისაც გვინდა“.

ქალაქის მერი მიიჩნევს, რომ ამგვარი ღონისძიებები როგორც ორი ერის მეგობრობას, ასევე ახალციხეში ტურისტების მოზიდვსაც შეუწყობს ხელს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სინაგოგის იუბილეს ახალციხეში 150 ქართველი ებრაელი ესწრება
სინაგოგას მისი ერთადერთი მლოცველი აღარ ტოვებს
30.000 ლარი ქართულ–ებრაული ზეიმისთვის – რა იგეგმება სინაგოგის იუბილეზე
ნოდარ ხადური: ქართველი და ებრაელი ერის მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდება
სინაგოგის ერთადერთი მლოცველი  [Video]
ერეკლე საღლიანი: ქართველი ებრაელობა მსოფლიო უნიკუმია
სინაგოგის იუბილეზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი