FM97.5 / LIVE

ახალციხეში მიხეილ თამარაშვილის ძეგლს დადგამენ

მთავარისაზოგადოება 08.02.2016
ახალციხის მერია თამარაშვილის ქუჩაზე მიხეილ თამარაშვილის სახელობის სკვერის მოწყობასა და მისი ძეგლის დადგმას გეგმავს.

ახალციხეში მიხეილ თამარაშვილის ძეგლს დადგამენ
ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ თამარაშვილის სახელობის სკვერის მოწყობას ახალციხის მერია თამარაშვილის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გეგმავს.

ახალციხის მერის, გიორგი კოპაძის განცხადებით, ასევე იგეგმება მიხეილ თამარაშვილის ძეგლის გაკეთებაც: „ზუსტად არ ვიცით ეს წელს მოესწრება თუ მომავალი წლისთვის, მაგრამ გავაკეთებთ აუცილებლად“.

სკვერისა და ძეგლის მოსაწყობად, თანხა 2014 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში იყო გაწერილი, თუმცა როგროც ახალციხის მერი ამბობს, მცირე ოდენობის გამო პროექტის განხორციელება არ ღირდა: „ჩვენი ღირსეული მამულიშვილისთვის უფრო უკეთესი პროექტი უნდა განხორციელდეს“.

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი აცხადებს, 2014 წელს ძეგლის ესკიზებიც კი განიხილეს, თუმცა პროექტის ბოლომდე განხორციელება ვერ მოესწრო, არჩევნები მოვიდა და თვითმმართველობა შეიცვალა.

„სადაც ახლა პატარა სკვერია თამარშვილის ქუჩაზე, იქ ვგეგმავდით ძეგლის დადგმასაც“, – ამბობს სანდროშვილი.

გარდა თამარაშვილის ძეგლისა, ახალციხის ადგილობრივი თვიმმართველობა ქვეყნის თავისუფლებისათვის შეწირულთა მემორიალისა და ასევე, ბექა ჯაყელის ძეგლის გაკეთებას გეგმავს.

„ბექა ჯაყელის ძეგლზე როცა კონკურსი გამოვაცხადეთ, ისეთი დონის ესკიზები შემოვიდა, რომ შესყიდვა არ ღირდა და მაშინდელმა კომისიამ ყველა დაიწუნა. ამიტომ ასეთი საქმისთვის თანხა არ უნდა დავიშუროთ და თუნდაც თბილისიდან ღირსეული მოქანდაკეები ჩამოვიყვანოთ“, – ამბობს გიორგი კოპაძე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

რაბათში ბექა პირველის ძეგლი დაიდგმება
თბილისში ერთ–ერთ გამზირს მიხეილ თამარაშვილის სახელი მიენიჭა
თამარაშვილის შთამომავლის სახლში შენახულმა მემორიალურმა დაფამ მუზეუმში გადაინაცვლა
ახალციხის ციხესა და თამარაშვილის ქუჩაზე უფასო WIFI დამონტაჟდა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მიხეილ თამარაშვილის 160 წლის იუბილე აღნიშნეს
თამარაშვილის ქუჩაზე ეზოს მოასფალტებას ითხოვენ
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე კორპუსების ფასადების შეკეთება იწყება