FM97.5 / LIVE

მესხური ღვინო საფრანგეთში, ღვინის გამოფენაზე

მთავარიეკონომიკა 05.02.2016
მესხური ქვევრის ღვინო, რომელსაც ახალგაზრდა მესხი მეღვინე გიორგი ნათენაძე აწარმოებს, ერთ–ერთი იყო საფრანგეთში გამართულ ბუნებრივი ღვინოების გამოფენაზე "La Dive Boutteille". ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა.

მესხური ღვინო საფრანგეთში, ღვინის გამოფენაზე

ქართული ქვევრის ღვინო, მიმდინარე კვირაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით პარიზში, ბლუაში, ანჟეში, სომურსა და ორლეანში სხვადასხვა ღონისძიებაზე იყო წარდგენილი. ღვინის პროფესიონალებს, მოყვარულებს, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ შემდეგი მწარმოებლების ღვინოები: „იაგოს ღვინო“, „ხოხბის ცრემლები“, „რამაზ ნიკოლაძის მარანი“, „ოქროს ღვინო“, „მეღვინეობა ნიკი ანთაძე“, „ნათენაძის ღვინის მარანი“ და „მარიამ იოსებიძის ღვინო“.

"უამრავი ღვინის მწარმოებელი გავიცანი და მსოფლიოს საუკეთესო ღვინოები გავსინჯე და ამაყი ვარ რომ მათ ჩემ ღვინოს მაღალი შეფასება მისცეს. რომ გეუბნებოდით მესხური ღვინო ყველას გააოცებსო არ გეჯერათ, ბევრმა ახალმა ქვეყანამ გამოთქვა ჩემი ღვინის შეძენის სურვილი, მაგრამ რამდენზე გავყო არ ვიცი", – წერდა გამოფენების შემდეგ სოციალურ ქსელში მესხური ღვინის მწარმოებელი, ახალგაზრდა მესხი მეღვინე გიორგი ნათენაძე

ქალაქ სომურში გამართულ ბუნებრივი ღვინოების გამოფენას "La Dive Boutteille”, სადაც ქვევრის ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ, საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დაესწრნენ. გამოფენა ტრადიციულად ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი კომპანიის „Ackerman” ისტორიული გვირაბში ჩატარდა. ორდღიან გამოფენაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასობით მეღვინე მონაწილეობდა.

საფრანგეთში საქართველოს ელჩის განცხადებით, მსგავს ღონისძიებებში ქართული ღვინის წარდგენით იზრდება შესაძლებლობა, რომ საქართველო სულ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყანა.

ქვევრის ღვინის მწარმოებლები ასევე მონაწილეობდნენ ამავე პერიოდში ქალაქ ანჟეში ჩატარებულ ბუნებივი ღვინოების გამოფენაში „Les Penitentes“. აღნიშნულ გამოფენებზე ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს მეღვინეობით სახელგანთქმული ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი.

ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანიები აღნიშნულ გამოფენებზე გასულ წლებშიც მონაწილეობენ. ქართველი მეღვინეები აცხადებენ, რომ ანჟესა და სომურის ტრადიციულმა გამოფენებმა მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა, რამაც შესაბამისად ღვინის ექსპორტის ზრდა გამოიწვია.

"La Dive Boutteille” და „Les Penitentes” საფრანგეთში ითვლება წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ბუნებრივი მეღვინეობის სფეროში, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ნატურალისტი მეღვინეები, სხვადასხვა ქვეყნის ღვინის იმპორტიორები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და სომელიეები ესწრებიან.

მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში როგორიც საფრანგეთია, 2015 წელს საქართველოდან 38 ათასი ბოთლი ღვინო იყო იმპორტირებული, რაც 190%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საფრანგეთში ექსპორტის ძირითადი წილი სწორედ ქვევრის ღვინოზე მოდის.

[sknews.ge]


20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

13.03.2020 ამერიკელი დიპლომატები ქართველ ბავშვებს წიგნებს ონლაინ წაუკითხავენ

11.03.2020 სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.03.2020 ‘მორწმუნე საზოგადოებას დიდი გამოცდის ჩაბარება უწევს’- დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი

27.03.2020 ‘ამბობდნენ, მოკალით პეტროსიანიო’ – რას ჰყვება ყოფილი დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ სროლაზე

27.03.2020 ბავშვთა ვაქცინაცია უწყვეტად უნდა გაგრძელდეს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

27.03.2020 დღეს არსად არ არის შეკრების დრო, არც სამეგობროში და არც ეკლესიებში - პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნიუ-იორკში ქვევრის ღვინისა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა [R]
ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენა ლონდონში [R]
მესხური ღვინო ტოკიოს ღვინის ფესტივალზე
 ქართულმა ღვინოებმა პოლონეთში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა [R]
„ივნისი - ქართული ღვინის თვე“ აშშ-ში [R]
ქართული ღვინის პრეზენტაციები აშშ-ში  [R]
მესხი მეღვინე გიორგი ნათენაძე „ქართული ღვინის ორდენით“ დაჯილდოვდა