FM97.5 / LIVE

ახალციხე საერთაშორისო ტურისტული კომპანიების ყურადღების ცენტრში მოხვდა

მთავარიეკონომიკა 03.02.2016
სტამბულის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "EMITT 2016"–ში მონაწილეობის შედეგად, ახალციხე საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების ყურადღების ცენტრში მოხვდა და ქალაქში საქმიანი ვიზიტები დაიგეგმა.

ახალციხე საერთაშორისო ტურისტული კომპანიების ყურადღების ცენტრში მოხვდა
ახალციხის სტენდი სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. ფოტო: ახალციხის მერია

აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, EMITT – 2016, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და საქართველოს სხვა ქალაქებთან ერთად, დელეგაცია ქალაქ ახალციხიდანაც იყო მიწვეული.

გამოფენაში ახალციხის მერი, ახალციხის კულტურის სამსახური და ახალციხის ციხის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

როგორც ახალციხის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ახალციხე ახალი, საინტერესო მიმართულება აღმოჩნდა უამრავი ტურისტული სააგენტოსთვის, რომელთაც მიეწოდათ ყველა საინტერესო ინფორმაცია ქალაქის შესახებ: ტრანსპორტირება,სასტუმროები, ისტორიულ-კულტურული ძეგლები, მესხური ღვინო, სამზარეულო.

გარდა ამისა, გამოფენაზე წარდგენილი ახალციხის სტენდი საუკეთესო სტენდებს შორის მოხვდა და დაჯილდოვდა, როგორც „საუკეთესოდ ორგანიზებული სტენდი“.

მერიის ინფორმაციით, ახალციხის მერი გიორგი კოპაძე სტამბულის გუბერნატორის მოადგილესა და სხვადასხვა ქალაქების მერებს შეხვდა: „რომლებმაც სურვილი გამოთქვეს ახალციხესთან მომავალში ურთიერთობების გაღრმავებისა და ქალაქებს შორის დამეგობრების შესახებ“.
„იყო კონკრეტული შემოთავაზებები არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან, აღნიშნული ქვეყნისთვის საქართველო და მათ შორის ქალაქი ახალციხეც, მიმზიდველი ტურისტული მიმართულება გახდა“, - ამბობს ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი ლევან მიქაბერიძე.

სტამბულის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა "EMITT“ ორი ათეული წელია იმართება და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენად ითვლება.მასში მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. გამოფენას 130 000-მდე ტურიზმის სფეროს პროფესიონალი თუ მოგზაურობით დაინტერესებული ვიზიტორი სტუმრობს.

ახალციხე საერთაშორისო ტურისტული კომპანიების ყურადღების ცენტრში მოხვდა
ახალციხის სტენდი EMITT –2016–ზე. ფოტო: ახალციხის მერია

ახალციხე საერთაშორისო ტურისტული კომპანიების ყურადღების ცენტრში მოხვდა
ახალციხის დელეგაცია სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. ფოტო: ახალციხის მერია


[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

7213 ლარი თურქეთში ვიზიტისთვის
ახალციხის ტურისტულ პოტენციალს უკრაინის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან
ახალციხე ვარშავის ტურისტულ გამოფენაზე ®
ტურისტულ გამოფენაზე ახალციხის მერიამ საინფორმაციო ბუკლეტები და ხელნაკეთი ნივთები წარადგინა
დღის ფოტო: სოფლის სტენდი [Photo]
ახალციხის მერია კამერა ‘დრონს’ ყიდულობს
ტურისტული LightBox-ები ახალციხეში [Photo]