პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით მიმართავს

მთავარიპოლიტიკა 03.02.2016
დღეს, 3 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის წინაშე, ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება.

პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტის მოხსენებას პარლამენტში, 14:00 საათზე მოისმენენ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის განმარტებით, მოხსენების შინაარსი შეეხება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, იქნება ეს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული თემატიკა.

როგორც გუშინ გამართულ ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, საპარლამენტო განხილვა ფრაქციების ხელმძღვანელების გამოსვლის რეჟიმში გაგრძელდება. ასევე გადაწყდა, რომ თითოეული ფრაქციის გამოსვლის ხანგრძლივობა იქნება 15 წუთი. სულ პარლამენტში 12 ფრაქციაა დარეგისტრირებული.

ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, წელიწადში ერთხელ, პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე გამოსვლას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით კი, ეს საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ხდება.

უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტის გამოსვლას მინისტრთა კაბინეტიც დაესწრება. გიორგი მარგველაშვილის ანგარიშს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც მოისმენს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას მთავრობის წევრები დაესწრებიან.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

21.02.2017 აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოიცა

21.02.2017 ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 23 თებერვლიდან დაიწყება

18.02.2017 სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2017 "აუტიზმი და საზოგადოება" – დისკუსია ახალციხეში

23.02.2017 NASA-ს ასტრონომებმა 7 ახალი პლანეტა აღმოაჩინეს

23.02.2017 ნიკოლოზ ანთიძე: 'ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები მარტიდან განახლდება'

23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.02.2017 ადიგენის სოფლებში უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა [video]

28.01.2017 ახალციხის სოფლების მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს გადაიხდის [Video]

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

მსგავს თემაზე

თებერვალში პარლამენტი პრეზიდენტის წლიურ მოხსენებას მოისმენს
დღეიდან პარლამენტში  საგაზაფხულო სესიები იწყება
მოვალეობის შესრულება მთავრობის იგივე შემადგენლობას დაეკისრა
პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა განახლდება
დღეს საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად ეკა მიშველაძე დაინიშნა
ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა