FM97.5 / LIVE

უმცირესობის პროტესტის ფონზე არჩეული კომიისიის თავმჯდომარე

მთავარიპოლიტიკა 01.02.2016
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას გელა პეტაშვილი უხელმძღვანელებს. კომისიის ახალი თავმჯდომარე უმცირესობის პროტესტის ფონზე აირჩიეს.

უმცირესობის პროტესტის ფონზე არჩეული კომიისიის თავმჯდომარე
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გელა პეტაშვილი

კომისიის თავმჯდომარის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი თავმჯდომარე დავით ლომიძე საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. შესაბამისად, მან ეს პოზიცია დატოვა.

თავმჯდომარის არჩევა 2016 წლის პირველი საკრებულოს სხდომის ერთ–ერთი საკითხი იყო. მართალია ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილება არ მიიღო და პროცესს „ფარსი“ უწოდა, თუმცა, თავისი კანდიდატი არც წამოუყენებია. ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ დეპუტატს კონკურენტი არ ჰყოლია.

„წინასწარ იყვნენ შეთანხმებული, რომ უმრავლესობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო კომისიის თავმჯდომარე“, – განაცხადა სხდომაზე "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა კოორდინატორმა და საკრებულოს დეპუტატმა ჯიმშერ გოგოლაურმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის მალხაზ გიქოშვილის განმარტებით, მან საკრებულოს შესთავაზა კომისიებში ოპოზიციური ძალები აქტიურად ჩაერთოთ: „ამით „ქართულ ოცნებას“ არაფერი დაკლდებოდა, თუნდაც ერთ–ერთი კომისიის თავმჯდომარე ოპოციზიური პარტიიდან იქნებოდა. მე დავასახელებდი ჯიმშერ გოგოლაურს, მაგრამ არ ვართ ჩვენ იმ რაოდენობით, რომ გავიტანოთ ჩვენი კანდიდატი და ამიტომ დასახელებასაც აზრი არ ჰქონდა“.

შეგახსენებთ, 2016 წლის პირველი საკრებულოს სხდომა, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში 29 იანვარს შედგა. სხდომას ახალარჩეული საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ხელმძღვანელობდა. დეპუტატებმა 9 საკითხი განიხილეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

04.04.2020 ახალციხის ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

04.04.2020 4 აპრილს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ჯიმშერ გოგოლაური ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარეს დაუპირისპირდა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა პეტაშვილი გახდა
თვითმმართველი ქალაქის ახალციხის საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურით დაიწყო
ახალციხის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია
ახალციხის მერიის ‘მიწის კომისიას’ მამუკა მიქელაძე უხელმძღვანელებს
უმცირესობამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ვინ იქნებიან ქალაქის საკრებულოში მუდმივმოქმედი კომისიის წევრები