FM97.5 / LIVE

ერთი დღე ავღანეთში

მთავარისაზოგადოება, რეკლამა 01.02.2016
..მორიგი „ნაცრისფერი“ დღე. ისევ დილით ადგომა, მომზადება, განაწესი. ისევ ფიქრები ცვლიან ერთმანეთს, _ ოჯახზე, „აქაურობაზე, სამშობლოზე, პოლიტიკაზე, ამ „უცნაურ“ ხალხზე ერთმანეთსაც რომ არ ინდობენ...

ერთი დღე ავღანეთში

საფიქრალს რა გამოლევს... ათასი აზრი გიტრიალებს თავში. გვწამს, რომ საქვეყნო საქმეს ვაკეთებთ. გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცები ვართ.

ჩვენი აქ ყოფნით, ვარწმუნებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ, მშვიდობისმოყვარე ერი ვართ, რომლის დიდი მონსტრისგან დაცვა აუცილებელია...
აქ ყველაფერს მძაფრად აღვიქვამთ, შობას ველოდებით როგორც სასწაულს. ვფიქრობთ, ამ დღეს განსაკუთრებულად შევხვდეთ.

ბევრი არაფერი გვაქვს, მაგრამ ჯარისკაცი რისი ჯარისკაცია თუ ყველა სიტუაციაში არ ნახა გამოსავალი...

ჩვენ დღე და ღამე არ გვაქვს, სულ ერთი დროა. როგორც აქ ხუმრობენ, – ყველა დღე ორშაბათია. ეს დღეც ასე დაიწყო.

თენდება. უჩუმრად ვიღებ ჩემს ნივთებს, ვცდილობ არ ვიხმაურო. გოგოებიც ხომ მალე უნდა ადგნენ. ერთმანეთს ვუფრთხილდებით. გამოვდივარ, ერთ-ერთი დერეფანში მხვდება, _ „რამე ხომ არ გჭირდება, _ მეკითხება. გაოცებული ვუყურებ, რატომ არ გძინავს, ცოდო ხარ-თქო. ხელს იქნევს - ერთი საათი წავუძინებ და მეყოფაო. არავინ ფიქრობს საკუთარ დროზე, ჯარისკაცი მუდამ მზად არის და სულ დასვენებულია.

დღემ ექსცესების გარეშე ჩაიარა. იმედი გვაქვს, შობას „ალილოთი“ და სარკმელთან დანთებული სანთლებით შევხვდებით. ჩვენ ხომ წინასწარ მოვემზადეთ: ნაჩუქარი მისალოცი ბარათებიდან ამოვჭერით საშობაო ნახატები და ქაღალდის ჭიქებზე მივაკარით; ნაჩუქარი ნაძვის ხეებით და გირლანდებით მოვრთეთ ოთახები; ერთი განსაკუთრებულად ლამაზი გამოვიდა, ჰოდა, სწორედ, აქ გადავწყვიტეთ შობას შევხვდეთ...სუფრისთვის კერძებიც გვაქვს, ზოგი გამოგზავნილი, ზოგიც - ნაჩუქარი...

მოსაღამოვდა. ცვლა დაბრუნდა. ერთად ვგროვდებით. „ოჯახის დიასახლისი“ ხელგაშლილი გველოდება. „სუფრას“ ვშლით. იმ იმედით, რომ ცუდი არაფერი მოხდება; მაგრამ...

ყველა საკუთარ ოთახშია და ლამაზდება, აქ ეს სიტყვა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ჩვენ გვიხარია.... გეგმებს ვაწყობთ, ვიღაცა იერუსალიმიდან ჩამოტანილი სანთლით მორბის, ვიღაცა – ფოტოაპარატით (თუ გადავრჩით ხომ მოსაგონრად გვექნებაო), ვიღაცა ვიღაცას ტანსაცმელს ურჩევს, ვიღაცა რეჟისორობას ცდილობს, ვიღაცა ვიღაცას ზურგს უმაგრებს...

12 საათს ველოდებით. შობას ხომ ზუსტად 12-ზე უნდა შევხვდეთ?! სამზადისი როგორც იქნა დასრულდა. „აშკარად სროლის ხმაა... არავის არაფერი ახსოვს. ერთ წამში რეალობას ვუბრუნდებით. კოსმოსური სისწრაფით ვიცვლით და სრული ეკიპირებით, ჯავშანასხმულები გავრბივართ ჩვენი პოზიციებისკენ. 2 წუთში ბაზა გამაგრებულია. სროლის ხმა ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ისმის. ყველა ადგილზეა, თითქოს არავინ ნერვიულობს, ყველა ცივი გონებით მოქმედებს. სროლის ბრძანება ჯერ არ არის. ველოდებით...

მოწინააღმდეგის კიდევ ერთი შეტევის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა... „გიგანტურმა ხმამ“ განგაშის დასრულება გვამცნო. უდანაკარგოდ...
ისევ შობაა ჩვენთვის. ისევ „მასპინძელი, ისევ გაშლილი სუფრა, სანთლები სარკმელში და ქართული „ალილო.

შობა თენდება... განსაკუთრებული შობა...

ავტორები: ეკატერინე გუჯაბიძე,
ხატია დადიანი, რუსკა ივანეიშვილი,
ლელა მაჭუტაძე, ნინო მწითური,
ნათია ჩხარტიშვილი, ნინო ჯავახიძე


(R)


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 ‘პირველ რიგში იქნება საფარის ტყე’- მიტროპოლიტი თეოდორე ეკლესიებისთვის ტყის გადაცემაზე

28.05.2020 COVID-19-ის პრევენციისთვის ახალციხის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ჯერ არ გახარჯულა

28.05.2020 2 დღის განმავლობაში საქართველოში იწვიმებს

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მესხი კათოლიკეები შობას ზეიმობენ [ფოტო]
კათოლიკეები შობას აღნიშნავენ
მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს [ფოტო]
მართლმადიდებლური სამყარო შობას ზეიმობს
შობა პატარა პამაჯში  [Photo/Video]
მესხეთში კათოლიკეები შობას აღნიშნავენ [Photo]
სახალხო დამცველი სომეხთა სამოციქულო ეკლესიას შობას ულოცავს