FM97.5 / LIVE

დეპუტატი მერის წინააღმდეგ – გოგოლაურმა ამჯერად სასამართლოს მიმართა

მთავარიპოლიტიკა 01.02.2016
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა კოორდინატორმა, ახალციხის საკრებულოს დეპუტატმა ჯიმშერ გოგოლაურმა, სიტყვიერი ბრალდებების გამო ქალაქის მერის გიორგი კოპაძის წინააღმდეგ ახალციხის სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

დეპუტატი მერის წინააღმდეგ – გოგოლაურმა ამჯერად სასამართლოს მიმართა

ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის რაიონულ სასამართლოს დღეს, პირველ თებერვალს მიმართა. გოგოლაურმა სასამართლოში სარჩელის შეტანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პროკურატურში განუმარტეს, რომ საქმე, რომლზეც დეპუტატი მერს ედავება, სამოქალაქო დავას მიეკუთვნება.

„ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის“ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი ჯიმშერ გოგოლაური ქალაქის მერს გიორგი კოპაძეს მძიმე ბრალდებაში ცრუ დასმენას ედავება.

„გიორგი კოპაძემ სერიოზული მორალური ზიანი მომაყენა, მან ჩემი რეპუტაცია შელახა“, – აცხადებს დეპუტატი.

გოგოლაური ქალაქის მერისგან საჯაროდ, ტელეკომპანია „მეცხრე არხისა“ ასევე საინფორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭეს“ საშუალებით ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

შეგახსენებთ, ახალციხის მერმა, გიორგი კოპაძემ ტელეკომპანია მეცხრე არხის გადაცემა "დიალოგში" განაცხადა, რომ „როცა გოგოლაური პოლიციის თანამშრომელი იყო, პატიმრებს ბოთლებზე სვამდა“.

ამ განცხადებას გოგოლაურის მხრიდან პროტესტი და პროკურატურაში სარჩელის შეტანა მოჰყვა. გოგოლაურმა პროკურატურას 11 დეკემბერს მიმართა. პროკურატურამ საქმეზე გამოკითხვებიც დაიწყო თუმცა, საქმის წარმოება აღარ გააგრძელა იმ მოტივით, რომ ეს სამოქალაქო დავაა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

10.03.2019 2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

07.03.2019 ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.03.2019 ახალციხეში სამხედრო დასახლებასთან ხანძარი გაჩნდა

17.03.2019 დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

17.03.2019 17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

16.03.2019 ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერს დეპუტატი სასამართლოში უჩივის
დეპუტატი მერის წინააღმდეგ – პროკურატურამ დაკითხვები დაიწყო
საქმეზე ‘დეპუტატი მერის წინააღმდეგ’ – სამმართველოში მერიც დაიბარეს
ახალციხის მერს პროკურატურაში უჩივლეს
უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის მერს სასამართლო მოუგო
სასამართლომ ახალციხის მერის წინააღმდეგ დეპუტატის სარჩელის განხილვა დაიწყო
უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის ყოფილ მერს სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო