FM97.5 / LIVE

წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მოძრაობა კვლავ შეზღუდულია

მთავარისაზოგადოება 28.01.2016
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე ისევ მოქმედებს მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. მოძრაობა კვლავ აკრძალულია წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე.

წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მოძრაობა კვლავ შეზღუდულია

გთავაზობთ ინფორმაციას საავტომობილო გზებზე არსებული რეჟიმების შესახებ:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენისახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოხსნილია, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და დაგეგმილია დღის განმავლობაში მოძრაობის აღდგენა.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმები:

არაგვისპირი-გუდაური(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე, თოვლისა და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
• ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე (გარდა იმ მონაკვეთისა, სადაც ზვავსაშიშროებაა) თავისუფალია.

დანარჩენ გზებზე არსებული რეჟიმები:
• უხვი ნალექების შედეგად, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 5-ე კმ-ზე მეწყრული პროცესების გააქტიურების შედეგად ჩაწყდა მიწის ვაკისი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთში იკრძალება ავტროტრანსპორტის მოძრაობა.

ავტოტრანსპორტის ნაკადი გადართულია გუმათი-რიონი-ზარათი-ოფურჩხეთი საავტომობილო გზის გავლით, ხოლო აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.

• დიდთოვლობის მიერ გამოწვეული ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ182 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. აღნიშნულ მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ100-კმ182 (ლახამურა-კალა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. კმ1-კმ29 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

• ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

• რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94–კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

წალკა–ნინოწმინდის გზაზე მოძრაობა აკრძალულია
ვითარება გზებზე – სად იკრძალება მოძრაობა
წალკა–ნინოწმინდის გზაზე მოძრაობა ისევ აკრძალულია
საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება 29 იანვრის მდგომარეობით
საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება 3 თებერვლის მდგომარეობით
საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე გარკვეული სახის შეზღუდვები ისევ რჩება
ვითარება საავტომობილო გზებზე –  26 იანვრის მდგომარეობა