FM97.5 / LIVE

ახალციხის კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობამ უმნიშვნელოდ იმატა

მთავარისაზოგადოება 26.01.2016
„უნიმედი სამცხეს“ ახალციხის სამედინიცო ცენტრსა და კლინიკა „იმედში“ პაციენტების მიმართვიანობამ იმატა. ექიმების განმარტებით, პაციენტების უმეტესობა მცირეწლოვნები არიან, რომლებსაც ზედა სასუნთქი გზების ინფექციები აქვთ.

ახალციხის კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობამ უმნიშვნელოდ იმატა

„უნიმედი სამცხეში“ განმარტავენ, რომ ბოლო დღეებში გრიპის მაგვარი დაავადებების სიმპტომებით პაციენტების მიმართვიანობამ დაახლოებით 10 პროცენტით იმატა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პაციენტი სამკურალოდ საავადმყოფოში დატოვეს, უმეტესობა მკურნალობას სახლში აგრძელებს, სტაციონარში მცირე ნაწილი რჩება.

მიმართვიანობამ მოიმატა კლინიკა „იმედშიც“, თუმცა, ექიმების განმარტებით ამ ეტაპზე რეგიონში გრიპისმაგვარი დაავადებების მხრივ საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ფატი ხაბულიანის განმარტებით, ამ ეტაპზე რეგიონში H1N1 ვირუსი არ დაფიქსირებულა: „ყოველი კვირის ბოლოს კლინიკებიდან ვიღებთ მონაცემებს, მსგავსი შემთხვევა ამ დრომდე არ გვქონია“.

შეგახსენებთ, საქართველოში H1N1-ის ვირუსია გავრცელებული, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს. ამ ეტაპზე საქართველოში დაახლოებით 9000-მდე ადამიანია ინფიცირებული H1N1 ვირუსით, გარდაიცვალა სამი ადამიანი.

გრიპის ვირუსების გამო ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. სასწრაფო –სამედიცინო დახმარების სამსახურებთან ერთად, ამოქმედებულია ცენტრები, ოჯახის ექიმის 24–საათიანი მომსახურებით. ამ ეტაპზე მსგავსი მხოლოდ ორი ცენტრი ამოქმედდა, ორივე ქვეყნის დედაქალაქში. რეგიონებში კი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე სასწრაფო დახმარების სამსახური გადავიდა. გარდა ამისა, სამინისტროსგან რეკომენდაციები აქვს მიღებული ყველა სამედიცინო დაწესებულებას.

ეპიდემიის ასაცილებლად სპეციალური რეკომენდაციები გასცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა. ეს რეკომენდაციები, თავის მხრივ, განათლების სამინისტრომ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაუგზავნა.

რეკომენდაციების თანახმად, გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები არ უნდა დაიშვან დაწესებულებებში; სასწავლო და სააღმზრდელო სივრცეში უნდა გააქტიურდეს განიავების რეჟიმი ყოველი შესვენებისას; სისტემატურად უნდა მოხდეს სველი წესით დალაგება; გამკაცრდეს ხელების ჰიგიენის წესების დაცვის მონიტორინგი და საინფორმაციო აქტივობები.

სამცხე–ჯავახეთის სკლებსა და ბაღებში ამ ეტაპზე სწავლა არსად შეჩერებულა. პრევენციის მიზნით, რეგიონის სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში ყველა ოთახს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ამუშავებენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში H1N1 არ დაფიქსირებულა
H1N1 – რა მდგომარეობაა სამცხე–ჯავახეთის საავადმყოფოებში
ახალციხის კლინიკებში გრიპის ვირუსის გამო მიმართვიანობა გაიზარდა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ვირუსების პიკი გადავლილია
იმატა თუ არა ჰაერწვეთოვანმა  ინფექციებმა სამცხე–ჯავახეთში
H1N1 ვირუსით მამაკაცი გარდაიცვალა – დაღუპულთა რაოდენობა 7 გახდა
საქართველოში H1N1-ით რვა ადამიანი გარდაიცვალა