FM97.5 / LIVE

ახალგაზრდული პროექტი ტურისტული შესაძლებლობების განვითარების მიზნით

მთავარისაზოგადოება 25.01.2016
საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებში საერთო ტურისტული შესაძლებლობების განვითარების მიზნით, ახალგაზრდული პროექტის განხორციელება იწყება.

ახალგაზრდული პროექტი ტურისტული შესაძლებლობების განვითარების მიზნით

„ახალგაზრდა მოგზაურები“– ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ა/ო სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია, თემის განვითარებისა და სოციალური მხარდაჭერის ორგანიზაციასთან პარტნიორობით განახორციელებს. პროექტი საზღვრისპირა თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს.

პროექტის პრეზენტაცია დღეს, 25 იანვარს, ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა.

ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საერთო ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი და შირაქის რეგიონები) ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას, მომზადდეს საინფორმაციო ტურისტული სახელმძღვანელო და რუქები.

საქართველოდან და სომხეთის რესპუბლიკიდან პროექტში მონაწილეობას 20 ახალგაზრდა მიიღებს. ახალგაზრდებს კონკურსის წესით შეარჩევენ. შერჩულ მონაწილეებს საქართველოსა და სომხეთში ტრენინგები ჩაუტარდებათ. 7 თვის განმავლობაში ისინი აქტიურად ჩაერთვებიან 2 საერთაშორისო ბანაკში (ბორჯომში: 9 დღე (აპრილი/მაისი) და გიუმრში: 3 დღე (მაისი/ივნისი), მენტორულ პროგრამასა და სხვადასხვა შეხვედრებში.

„ამ ახალგაზრდებს მომავალში შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა ჯგუფებს გიდობა გაუწიონ“, – ამბობს პროექტის კოორდინატორი თამარ კაპანაძე.

პროექტში მონაწილეობა სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ, 18–დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაგზავნის ვადა 2016 წლის 27 იანვრის ჩათვლით აქვთ.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია ან შეავსეთ ონლაინ ლინკზე https://docs.google.com/…/1ImmZgdTKRKhYfo05vJd6HB…/viewform….

იმ შემთხვევაში თუ აპლიკაციას ონლაინ არ შეავსებთ, იგი უნდა გააგზავნოთ მისამართზე: youngtraveler.cia@gmail.com ან შევსებული აპლიკაციები ამობეჭდილი სახით დატოვოთ ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში, მისამართზე: ახალციხე, მანველიშვილის ქ. #19

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საგრანტო კონკურსი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის
გამოიცა საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონების ტურისტული გზამკვლევი
საგრანტო კონკურსი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის
ქართულ-სომხური საგანმანათლებლო ბანაკი დასრულდა
მოწვევა ახალგაზრდებს პროექტში მონაწილეობის მისაღებად
შეთავაზება ახალგაზრდებს –სამეწარმეო პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში
MDF-ის შეთავაზება 14-25 წლამდე ახალგაზრდებს