FM97.5 / LIVE

რითი ამოიცნო მოწმემ ახალქალაქში მკვლელობის საქმეში ბრალდებული

მთავარისამართალი 22.01.2016
ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის სარქის აკოფიანის საქმეზე ერთი მოწმე დაკითხეს. რითი ამოიცნო მოწმემ ბრალდებული და რატომ არ სჯერა მისი ჩვენების დაცვის მხარეს.

რითი ამოიცნო მოწმემ ახალქალაქში მკვლელობის საქმეში ბრალდებული
ახალციხის რაიონულ სასამართლში ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის სარქის აკოფიანის საქმის განხილვა გრძელდება.ბრალდების მხარემ დღეს, 22 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე ის მოწმე წარადგინა, რომლისგანაც, ერთ–ერთმა ბრალდებულმა ა.იგიტიანმა, მისგან ბილაინის ოთხი სიმბარათი შეიძინა.

მოწმე იხტიანოს მკოიანი ახალქალაქში, ჯიხურში გამყიდველია. იგი ლოტოს ბილეთებს, ასევე ბილიაინისა და მაგთის სიმბარათებს ყიდის.
„ერთი პიროვნება მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ბილაინის სიმბარათის შეძენა სურდა. ისიც მკითხა, უპასპორტოდ თუ ვიყიდი ბარათსო , მე უთხარი, რომ კი შეიძლებოდა. ოთხი ბილაინის სიმბარათი იყიდა, რაშიც 12 ლარი გადაიხადა და წავიდა“, – ამბობს მკოიანი.

მისი თქმით, სიმბარათების შეძენიდან რამდენიმე დღეში იგი პოლიციის შენობაში დაიბარეს, სამი პიროვნება წარუდგინეს და სთხოვეს ამოეცნო ის პიროვნება, რომელმაც მისგან სიმ ბარათები შეიძინა. სამ ბრალდებულს შორის, იმის ამოცნობა, რომელმაც მისგან ბილეთები შეიძინა, პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა მოწმეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზეც სთხოვა. მკოიანმა სასამართლოს ერთ–ერთ ბრალდებულზე ა. იგიტიანზე მიუთითა.

ადვოკატის შეკითხვაზე თუ რითი დაამახსოვრა ა.იგიტინმა თავი, მოწმემ უპასუხა: „სახის არეში ხალი აქვს და კიდევ თმის ვარცხნილობით ვიცანი“.

ბრალდებულების ადვოკატმა მაიზერ ბაბლუანმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმემ იცრუა. მისი მტკიცებით, გამოძიების ოქმში მას მითითებული აქვს, რომ ა.იგიტიანი ნიკაპით, თმის ვარცხნილობით და აღნაგობით ამოიცნო, თუმცა დღეს განაცხადა, რომ ბრალდებულის სახე სპეციფიური ხალით დაამახსოვრდა.
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ამ საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 27 იანვარს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ კრიმინალური ავტორიტეტი სარქის აკოფიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯასთან, 26 ივნისს, დღისით ჩაცხრილეს. რამდენიმე დღის შემდეგ, სამართალდამცველებმა სოფელ განძაში, კარაპეტიანი, იგიტიანი და ნალბანდიანი დააკავეს. სამივე მათგანს სსკ–ის 376–ე მუხლით ედება ბრალი, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ნალბანდიანს კი გარდა 376–ე მუხლისა, ბრალს 353–ე მუხლით, პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმისთვისაც სდებენ.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

16.09.2019 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 29-ე აკადემიური წელი დაიწყო

16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.09.2019 კოთელიაში მარტოხელა დედა ავარიულ სახლში ცხოვრობს [ფოტო]

17.09.2019 სამი გოჭი და კეთილი მგელი – თოჯინების თეატრში ახალი სეზონი იწყება

17.09.2019 საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა დაბალია - NDI

17.09.2019 მოსახლეობის 65% გენდერული კვოტის შემოღებას ემხრობა – NDI

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადვოკატი: ბრალდებულს ჩვენება გამოსძალეს
ბრალდებული სასამართლო პროცესზე: ჩემი დაკითხვის ოქმზე სხვისი ხელმოწერაა
მაიზერ ბაბლუანი მოწმე პოლიციელზე: ‘მოწმემ დღეს იცრუა და  ფიცი გატეხა’
სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ბრალდებულს სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს
ახალქალაქში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი დააჯარიმეს
მოწმე პოლიციელმა სასამართლო დარბაზში ბრალდებული ცემაში დაადანაშაულა
ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის საქმეში გამართლებულების განაჩენს სააპელაციო განიხილავს