FM97.5 / LIVE

ასპინძის თვითმმართველობაში ჯერ ”ნაციონალები” რჩებიან

მთავარიპოლიტიკა 29.11.2012
ასპინძის მუნიციპალიტეტში საკადრო ცვლილებებისთვის ემზადებიან. საკრებულოს წევრები ახალ ფრაქციას ”ქართული ოცნების მხარდამჭერებს” ქმნიან, უმრავლესობის მიღწევის შემთხვევაში შესაძლოა საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება მოითხოვონ

ასპინძის თვითმმართველობაში ჯერ ”ნაციონალები” რჩებიან

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საკადრო ცვლილებები ადგილობრივ თვითმმართველობებშიც დაიწყო. რეგიონის მასშტაბით პირველი საკადრო ცვლილება ბორჯომის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ადგილობრივი თვითმმართველობა მთლიანად ”ქართული ოცნების” წევრებით დაკომპლექტდა. 25 ოქტომბერს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ”რესპუბლიკური პარტიიდან” დავით კამკამიძე აირჩიეს. შეიცვალა გამგებლის პირველი და მეორე მოადგილე, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი და ბორჯომის რწმუნებული.

საკადრო ცვლილებები განხორციელდა ახალციხის მუნიციპალიტეტშიც. 9 ნოემბერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ფრაქცია ”ქართული ოცნება ახალციხის” წევრი ოლეგ სანდროშვილი აირჩიეს. განცხადება უკვე დაწერილი აქვს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელსაც.

ასპინძის მუნიციპალიტეტში კი ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებები არ დაწყებულა. ყველა თანამშრომელი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

- ”სიახლეა ის, რომ საკრებულოში ახალი ფრაქციის შექმნა იგეგმება. სამანდატო კიმისიაში განაცხადი უკვე შემოიტანეს”,- განმარტავს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ველიჯანაშვილი.

ფრაქციის შესაქმნელად საკრებულოს სამმა წევრმა სამანდატო კომისიას ოქტომბრის ბოლოს მიმართა. ფრაქცია ”ქართული ოცნების მხარდამჭერები” ჯერ ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის.

- ”შემუშავებული გვაქვს წესდება და განმარტებული გვაქვს რატომ ვქმნით ფრაქციას. ყველა ინსტანცია გავიარეთ და ახლა საკრებულოს სხდომაზე დარჩა გასატანი”, - განმარტავს ფრაქციის თავმჯდომარე თამაზ ზედგინიძე.

ფრაქციის საკითხს საკრებულოს სხდომაზე მომავალ კვირას გაიტანენ. ფრაქციაში გაწევრიანებული სამი დეპუტატიდან, ორი ”ქრისტიან- დემოკრატიული” პარტიის მაჟორიტარია, ერთი კი ”ნაციონალური მოძრაობის”.

საკრებულოში ამბობენ, რომ ფრაქციაში გაწევრიანების მსურველი ბევრია.
იმ შემთხვევაში, თუ ფრაქციის წევრები უმრავლესობას მიაღწევენ, არ არის გამორიცხული ”ქართული ოცნების მხარდამჭერებმა” საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება მოითხოვონ.

ასპინძის მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში საკადრო ცვლილებები აუცილებელია. ნაწილი კი ფიქრობს, რომ თვითმმართველობა არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.

- ”ჩემი აზრით, ვიდრე კანონით მინიჭებული ვადა არ გაუვათ, არ უნდა შეიცვალნონ. თვითმმართველობის არჩევნებს უნდა დაველოდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგი ხელისუფლებაც იგივენაირად მოიქცევა და საბოლოოდ ასე დამკვიდრდება, არჩევნებს აღარავინ დაელოდება”,-ამბობს ასპინძელი დათო კობერიძე.

კობერიძეს ეთანხმება ლალი მელიქიძეც: ”არ უნდა შეიცვალოს იმიტომ, რომ ისინი ხალხის არჩეულები არიან. თუ პატივს ვცემთ არჩევნების შედეგებს, უნდა მივცეთ შესაძლებლობა ეს პერიოდი გაიარონ. ვადის გასვლის შემდეგ კვლავ არჩევნების გზით ავირჩიოთ ახალი თვითმმართველობა”.

მათგან განსხვავებით პავლე ფოცხვერაშვილი მიიჩნევს, რომ ცენტრალური ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს: ” წააგეს და უნდა შეიცვალონ. იმიტომ, რომ ისე ვარ აკეთებდნენ საქმეს, როგორც საჭირო იყო”.

მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლების შეცვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

- ”ხელისუფლება კი არა, ცხოვრება უნდა შეცვალონ უკეთესობისკენ. მთავარი ეს არის. უბრალო ხალხს მეტი არაფერი გვინდა”, - გვეუბნება შუახნის ქალბატონი, თუმცა ვინაობის გამხელისგან ჩვენთვის გაურკვევლი მიზეზის გამო იკავებს თავს.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

’’საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლას არ ვაპირებთ”
ასპინძის საკრებულოს ”ოცნების” ფრაქცია შეემატა
საკადრო ცვლილება ადგილობრივ თვითმმართველობაში
’ოცნების’ ფრაქციას ’ქრისტიან-დემოკრატი’ თავმჯდომარე ჰყავს
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 კომისია და ერთი ფრაქცია შეიქმნა
ასპინძაში "ოცნება" ფრაქციას ვერ არეგისტრირებს
‘ოცნებას’ ბორჯომის საკრებულოში სამი ფრაქციიდან მხოლოდ ერთი დაურეგისტრირეს