FM97.5 / LIVE

იმატა თუ არა ჰაერწვეთოვანმა ინფექციებმა სამცხე–ჯავახეთში

მთავარისაზოგადოება 20.01.2016
საქართველოში ე.წ ღორის გრიპი, H1N1 ვირუსი დაფიქსირდა. რა მდგომარეობაა ჰაერწვეთოვანი ინფექციების მხრივ სამცხე–ჯავახეთში და რას გვირჩევენ ექიმები.

იმატა თუ არა ჰაერწვეთოვანმა  ინფექციებმა სამცხე–ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ფატი ხაბულიანის განმარტებით, ამ ეტაპზე რეგიონში H1N1 ვირუსი არ დაფიქსირებულა. მისი თქმით, არცერთ მუნიციპალიტეტში ჰაერწვეთოვანი ინფექციების მომატების შემთხვევებიც კი არ იგრძნობა.

გასულ წლებთან შედარებით, ამ ეტაპზე, ჰაერწვეთოვანი ინფექციის მატება რომ არ იგრძნობა, ამის შესახებ ახალციხის საავამდყოფოში, „უნიმედი სამცხეშიც“ საუბრობენ. პედიატრ–ინფექციონისტის ნესტან უშხვანის განცხადებით, ამ დროისთვის საავადმყოფოში ჰაერწვეთოვანი ძლიერი ინფექცია არ დაფიქსირებულა.

ექიმი ნესტან უშხვანი მოსახლეობას აცნობებს, რომ ჰაერწვეთოვანი ინფექცია მაღალი ტემპერატურით იწყება: „სახსრების და თავის ტკივილი, პირღებინება, ყელის ფხაჭნის შეგრძნება – ეს ის სიმპტომებია, რომლის გამოვლენის და გართულების შემთხვევაში ექიმის ჩარევა აუცილებელია“.

ექიმის რჩევით, აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში საზოგადოების თავშეყრის ადგილებს უნდა მოერიდოთ. მისი თქმით, ამ დროს აუცილებელია სალში დარჩენა და ბევრი სითხის მიღება: „ბევრი სითხე უნდა მივიღოთ, თუ პაციენტს სუნთქვის გართულების პრობლემა აქვს შეუძლია სპრეი გამოიყენოს. აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხელები ხშირად უნდა დავიბანოთ“.

იმ შემთხვევაში თუ ჰაერ წვეთოვანი ინფექციით დაავადებულ ადმიანს სუნთქვის უკმარისობა, ასევე მაღალის სიცხეები აღენიშნება აუცილბელად ექიმს უნდა მიმართოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში H1N1 ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე შემთხვევა დასავლეთ საქართველოში გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში 100 ათას მოსახლეზე გრიპის 250 შემთხვევა ფიქსირდება.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

საგანგაშოა თუ არა ბავშვებში გავრცელებული ვირუსული ინფექცია
ახალციხეში H1N1-ს 3 შემთხვევა გამოვლინდა
სამცხე–ჯავახეთში H1N1 არ დაფიქსირებულა
H1N1 ვირუსით მამაკაცი გარდაიცვალა – დაღუპულთა რაოდენობა 7 გახდა
როგორ დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისგან
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ვირუსების პიკი გადავლილია
ახალციხის კლინიკებში გრიპის ვირუსის გამო მიმართვიანობა გაიზარდა