FM97.5 / LIVE

ჯანდაცვის მინისტრი:“დაუთმეთ მანქანები ოჯახის ექიმებს“

მთავარისაზოგადოება 20.01.2016
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სასწრაფო სასწრაფოს სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელებს და მენეჯერებს მოუწოდა, სამსახურეობრივი მოხმარების მანქანები დაუთმონ ოჯახის ექიმებს.

ჯანდაცვის მინისტრი:“დაუთმეთ  მანქანები ოჯახის ექიმებს“
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ამის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. განცხადებას „სამხრეთის კარიბჭე“ უცვლელად გთავაზოთ.

"გავაძლიერებთ შპს "თბილისის სასწრაფოს", მივამაგრებთ დამატებით მანქანებს ან თვითონ მენეჯერები ჩამოვიდნენ ცოტა ხნით ამ მანქანებიდან, იგივე ეხება რაიონულ სასწრაფოს. სამსახურებრივი მოხმარების მანქნანები უნდა გადამისამართდეს.

მეც მზად ვარ, რომ ჩემი მანქანა გადავამისამართო ამ მიმართულებით, რათა ოჯახის ექიმმა დაიწყოს სიარული, ცხელ გამოძახებებზე და არ გაუშვან აკივლებული სასწრაფოები, როდესაც სადღაც კაცი კვდება.

როდესაც ცხელი გამოძახებაა რისკჯგუფის პაციენტებში, იქ არ უნდა გავიდეს სრულად აღჭურვილი სასწრაფო ბრიგადა, უნდა გავიდეს მსუბუქი მანქანა, რომელშიც იქნება მარტო ოჯახის ექიმი.

თბილისის და რაიონულ სასწრაფოს მივმართავ რეკომენდაციით, და გინდათ ბრძანებით, მენეჯერები ცოტა ხნით ჩამოვიდნენ საკუთარი მანქანებიდან და საზოგადოებრივო ტრანსპორტით ან ტაქსით იარონ. ყველას აქვს საკმარისი ხელფასი ამისთვის. ეს მანქანები გამოიყენეთ იმისთვის, რომ ამ კატეგორიის გამოძახებებზე გაიდნენ სწორედ ეს მანქანები", - განაცხადა სერგეენკომ.

საგანგებო თათბირზე, მინისტრმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის, თბილისისა და რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა და შესაბამისი მითითებებიც გასცა. მინისტრმა მიმართვიანობის გაზრდის პირობებში, სამედიცინო დაწესებულებებს შესაბამისი ზომების მიღებისა და მზაობისკენ მოუწოდა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

10.03.2019 2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

07.03.2019 ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.03.2019 ახალციხეში სამხედრო დასახლებასთან ხანძარი გაჩნდა

17.03.2019 დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

17.03.2019 17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

16.03.2019 ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდის სასწრაფოს ახალი მანქანა გადასცეს
ნინოწმინდის სასწრაფოს ჯიპის ტიპის მანქანა გადასცეს
ჯანდაცვის სამინისტრო ახალციხის სასწრაფოს ახალ მანქანას გადასცემს
ახალციხეში სასწრაფოს მანქანა ავარიაში მოყვა
რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარებების კონტროლს სახელმწიფო უზრუნველყოფს
სამცხე–ჯავახეთში სასწრაფო დახმარების ექიმები გადამზადდებიან
ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების შემოწმება დაიწყო