FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების საქმეს არცერთი მხარე არ ასაჩივრებს

მთავარისამართალი 20.01.2016
ახალციხის გამგეობის ყოფილი თნამშრომლების რევაზ მერაბიშვილისა და გიორგი ქასრაშვილის განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არცერთმა მხარემ არ გაასაჩივრა.

ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების საქმეს არცერთი მხარე არ ასაჩივრებს
ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მერაბიშვილსა და ქასრაშვილს ბრალი სამსახურეობრივ გულგრილობაში დაედოთ და ჯარიმა 1700 –1700 ლარი დაეკისრათ, აღსრულდება.

გადაწყვეტილება არც პროკურატურამ და არც დაცვის მხარემ არ გაასაჩივრა.

„საჩივარი გამზადებული გვქონდა, მაგრამ რადგან პროკურატურამ არ გაასაჩივრა, სააპელაციოში აღარც ჩვენ გავასაჩივრეთ“, – ამბობს მსჯავრდებულების ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე.

მერაბიშვილსა და ქასრაშვილს ჯარიმის გადასახდელად ვადა 6 თვე აქვთ.

„24 იანვარს დავფარავ, ჯერ თანხა არც რეზოს გადაუხდია“, – ამბობს ქასრაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი სპეციალისტებს რევაზ მერაბიშვილსა და გიორგი ქასრაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ედებათ: უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - 332-ე მუხლი; სამსახურეობრივი სიყალბე - 342-ე მუხლი, მითვისებასა და გაფლანგვაში დახმარება 182-ე მუხლი; საქმე ეხებოდა ახალციხეში, ასპინძის ქუჩა N28–ში მდებარე კორპუსის სახურავის შეკეთების სამუშაოებს.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები სამსახურეობრივ გულგრილობაში დაადანაშაულა. მოსამართლემ განაჩენი პირველ დეკემბერს გამოაცხადა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2020 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

25.05.2020 უხვი ნალექის გამო ნინოწმინდის სოფლებში ნათესები დაიტბორა [ფოტო/ვიდეო]

25.05.2020 ახალქალაქში ხემ მანქანა და გარე განათების ხაზი დააზიანა

25.05.2020 სომხურ სამოციქულო ეკლესიაში ღვთისმსახურება მრევლთან ერთად აღევლინება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გამგეობის ყოფილი თანამშრომლების განაჩენს დაცვის მხარე ასაჩივრებს
სასამართლომ ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები 1700 ლარით დააჯარიმა
გამგეობის ყოფილი სპეციალისტები განაჩენის მოლოდინში
პროკურატურამ ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმე უზენაესში გაასაჩივრა
ახალციხეში სახურავის  საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
სააპელაციო სასამართლო სახურავის საქმეს იხილავს
სახურავის საქმეზე მუშები დაიკითხნენ