FM97.5 / LIVE

ახალციხის მერს დეპუტატი სასამართლოში უჩივის

მთავარისამართალი 20.01.2016
„ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის" სამცხე–ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი და საკრებულოს დეპუტატი ჯიმშერ გოგოლაური სიტყვიერი ბრალდებების გამო ახალციხის მერს სასამართლოში უჩივის.

ახალციხის მერს დეპუტატი სასამართლოში უჩივის
გოგოლაური პროკურატურის შემდეგ ახალციხის მერის გიორგი კოპაძის წინააღმდეგ საჩივარს სასამართლოში შეიტანს. მის შეტანილ განცხადებაზე, პროკურატურაში განმარტეს, რომ ეს სამოქალაქო დავაა და ამიტომ გოგოლაურმა სასამართლოს უნდა მიმართოს.

„პროკურატურაში საჩივარი მქონდა დაწერილი, მაგრამ პროკურორს შევხვდი და ამიხსნა, რომ ამის შესახებ სასამართლოში უნდა ვიდაო“, – ამბობს გოგოლაური.

მისი თქმით, იგი სამოქალაქო სარჩელში, რომელსაც ახალციხის რაიონულ სასამართლოში უახლოეს დღეებში შეიტანს, ახალციხის მერისგან გიორგი კოპაძისგან პრესისა და მასმედიის სხვა საშუალებებით ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

„კოპაძეს ამ შეურაცხყოფას არ ვაპატიებ“, – აცხადებს გოგოლაური.

შეგახსენებთ, ახალციხის მერმა, გიორგი კოპაძემ ტელეკომპანია მეცხრე არხის გადაცემა "დიალოგში" განაცხადა, რომ „როცა გოგოლაური პოლიციის თანამშრომელი იყო, პატიმრებს ბოთლებზე სვამდა“.

ამ განცხადებას გოგოლაურის მხრიდან პროტესტი და პროკურატურაში სარჩელის შეტანა მოჰყვა. გოგოლაურმა პროკურატურას 11 დეკემბერს მიმართა.

როგორც ტელეკომპანია "მე–9 არხი" იუწყება, მომხდარზე მოწმის სახით უკვე დაკითხეს ტელეკომპანიის ჟურნალისტი, გადაცემა "დიალოგის" წამყვანი რუსუდან გვარამაძე. ჟურნალისტის თქმით, გამოძიება დაინტერესდა ჩაიშალა თუ არა გადაცემა, ქალაქის მერისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დაპირისპირების დროს და რა ხდებოდა „დიალოგის“ პირდაპირ ეთერში და კადრს მიღმა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


30.12.2018 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების ვინაობა ცნობილია

25.12.2018 დედა ენის სკოლებში დაბრუნებას საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს

19.12.2018 სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურზე გადასატანი ყუთის სიებს 817 ამომრჩეველი დაემატა

18.12.2018 2018 წლის წარჩინებული მოსწავლეები მედლებს, სავარაუდოდ, 2019 წლის იანვარში მიიღებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.01.2019 'იდეა კარგია, მაგრამ ფორმა ნაკლებად სანდო' – ახალციხელები საპენსიო რეფორმაზე

15.01.2019 ბორჯომში ექვსი 'ჭკვიანი' კამერა დამონტაჟდა

15.01.2019 თეა წულუკიანმა ადიგენში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

15.01.2019 TI:’სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორია, რაც კანონდაღვევაა’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

დეპუტატი მერის წინააღმდეგ – პროკურატურამ დაკითხვები დაიწყო
საქმეზე ‘დეპუტატი მერის წინააღმდეგ’ – სამმართველოში მერიც დაიბარეს
დეპუტატი მერის წინააღმდეგ – გოგოლაურმა ამჯერად სასამართლოს მიმართა
ახალციხის მერს პროკურატურაში უჩივლეს
უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის მერს სასამართლო მოუგო
უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის ყოფილ მერს სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო
სასამართლომ ახალციხის მერის წინააღმდეგ დეპუტატის სარჩელის განხილვა დაიწყო