FM97.5 / LIVE

ავარიული სამუსიკო სკოლა დროებით შენობას შეიცვლის

მთავარი 28.11.2012
ახალციხის სამუსიკო სკოლის შენობა ამორტიზებულია. სად გადავლენ მუსიკალური სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები დროებით და აღდგება თუ არა დაზიანებული შენობა მომავალ წელს

ავარიული სამუსიკო სკოლა დროებით შენობას შეიცვლის

ახალციხის სამუსიკო სკოლის შენობა ორი ნაწილისგან შედგება. ამათგან ერთი, თითქმის 150 წლისაა, მეორე კი შედარებით ახალი, 80-იან წლებში მიაშენეს.

შენობის ის ნაწილი, რომელსაც საუკუნენახევრის ისტორია აქვს, ამორტიზებული და სახიფათოა. 80-ანი წლების შემდეგ, როცა შენობის რეკონსტრუქცია მოხდა, სკოლაში სარემონტო სამუშაოები აღარ ჩატარებულა.

სამუსიკო სკოლაში ამბობენ, რომ ძველ შენობას თავის დროზე მეორე ნაწილი კარგად არ მიაშენეს. ამიტომ მალე ბზარები გაუჩნდა და ნაპრალები დღითიდღე ემატება.

მიმდინარე წლის სექტემბერში, როცა ახალი სასწავლო წელი დაიწყო, ბზარები უკვე საგრძნობლად იყო გადიდებული.

- ”მოვიწვიეთ ინჟინრები, რომლებმაც შეამოწმეს და გვირჩიეს ავარიული მხარე დაგვეცალა. დაცლილია 13 ოთახი, არც გაკვეთილები ტარდება და არც არავინ შედის”, - განმარტავს ახალციხის სამუსიკო სკოლის დირექტორი ცისანა ახვლედიანი.

უფუნქციოდაა დარჩენილი ერთი საკონცერტო დარბაზიც, რომელიც შენობის ავარიულ ნაწილში მდებარეობს. ავარიულია მეორე საკონცეტრო დარბაზიც, თუმცა იქ კონცერტები ჯერ ისევ ტარდება.

ცისანა ახვლედიანი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ მიაკითხა, თუმცა დახმარება არ მიუღია. დირექტორმა სკოლის მდგომარეობა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ოლეგ სანდროშვილსაც გააცნო.

- ”საკრებულოს თავმჯდომარემ გამოიძახა მშენებლები, შეამოწმეს ყველაფერი და დაგვპირდნენ, რომ დროებით სადმე გადაგვიყვანენ. სავარაუდოდ შენობის დემონტაჟია საჭირო”, - ამბობს დირექტორი.

საკრებულოს თავმჯდომარემ სამუსიკო სკოლას დროებით ყოფილი მერიის შენობაში გადასვლა შესთავაზა. სკოლის დირექტორი გადაბარგებაზე თანახმაა, თუმცა, ამბობს, რომ ეს მარტივი არ იქნება. ფორტეპიანოების გარდა სკოლას სამი დიდი საკონცერტო როიალი აქვს: ”თავის დროზეც ძლივს შემოიტანეს შენობაში. მისი გადაადგილება რთულია. ჩვენ არც სახსრები გვაქვს მის გადასატანად”.

რა ბედი ეწევა სამუსიკო სკოლის შენობას, ჯერ გაურკვეველია.

- ”თუ ჩვენს მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართზე თანახმა არიან, დროებითი გამოსავალი ეს იქნება. ამასობაში გადავწყვეტთ როგორ მოვიქცეთ სამუსიკო სკოლის შენობასთან დაკავშირებით. რა აღვადგინოთ და რა დავანგრიოთ”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამვჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

ახალციხის სამუსიკო სკოლაში ამჟამად 215 მოსწავლეა. მათი რაოდენობა თანდათან კლებულობს. შესაბამისად, წლების განმავლობაში მცირდებიან პედაგოგებიც, რომელთა ანაზღაურებაც მინიმალური, 88 ლარია. როგორ გადაწყდება საბოლოოდ სამუსიკო სკოლის შენობის ბედი და გადავლენ თუ არა ალტერნატიულ შენობაში მოსწავლეები, უახლოეს მომავალში გაირკვევა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სამუსიკო სკოლა ახალ სასწავლო წელს ისევ ავარიულ შენობაში დაიწყებს
216 მოსწავლე გაკვეთილებს ავარიულ შენობაში ესწრება
ახალციხის სამუსიკო სკოლაში 60 წლის იუბილე იზეიმეს
ახალციხეში, ავარიულ სამუსიკო სკოლას გაარემონტებენ
სამუსიკო სკოლის დირექტორი: ‘ბავშვს ქოლგა უნდა ეჭიროს, რომ გაკვეთილი ჩაუტარო’
ახალციხის სამუსიკო სკოლის გუნდმა გრან-პრი მოიპოვა
ახალციხეში ახალი ააიპ–ის დირექტორად ცისანა ახვლედიანი დაინიშნა