FM97.5 / LIVE

ფარავნის ჰესის მშენებლობაზე დასაქმებულებმა უხელფასობა გააპროტესტეს

მთავარიეკონომიკა 27.11.2012
ფარავნის ჰესის მშენებლობაზე დასაქმებულები და გლეხები, რომლებმაც აქ სოფლის მეურნეობის პროდუქტები ჩააბარეს, კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით გამოვიდნენ

ფარავნის ჰესის მშენებლობაზე დასაქმებულებმა უხელფასობა გააპროტესტეს
თურქული სამშენებლო კომპანია ”ილ-ჯი” რომელიც ფარავნის ჰესზე გვირაბის გაყვანაზე მუშაობდა, დაუსრულებელ გვირაბს ტოვებს და საქართველოდან მიდის. აქ დასაქმებული მუშები და ადამიანები, რომლებსაც მშენებლობაზე ტექნიკა ჰქონდათ გაქირავებული ანაზღაურების მიღებას ელიან.

”დაქირავებული მძღოლი ვიყავი, 10 ნოემბრიდან გაჩერებული ვართ. კომპანიის წარმომადგენლები იპარებიან, ტოვებენ საქართველოს და მიდიან, ხარჯების ანაზღაურება არ უნდათ”, - აცხადებს რომანი ბერიძე.

ოთხი თვის ხელფასს ელოდება როინ ხმალაძე, იგი ”ილ-ჯისთვის” საკუთარი მანქანით მუშაობდა: ”დღე-ღამეში 200 ლარს გვიხდიდნენ, 24 ათასი ლარი აქვთ ასანაზღაურებელი”.

მუშებთან ერთად თითქმის 20 დღეა კუთვნილ თანხას ითხოვენ ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოლფებში მცხოვრებლები. მათმა ნაწილმა ”ილ-ჯის” საქონელი, ნაწილმა რძე, ყველი, კარტოფილი და სხვა პროდუქტები ჩააბარა.

”ხუთი სული ძროხა მივეცი სასადილოს. აჭამეს მუშებს. ყოველდღე გვპირდებიან დღეს მოგცემთ, ხვალ მოგცემთ და ჯერ კდიევ არ გადაუხდიათ” - აცხადებს ნოდარ შამანაძე.

”ილ-ჯის” მშენებელმა ინჟინერმა ვაჰაპ ჰადიგიუზელმა და ”ილ-ჯის” კემპის ბოსმა მემედ ტოპლუმ ”სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადეს, რომ ყველას კუთვნილი თანხა დღეს ხუთ საათში ჩაერიცხებოდა, თუმცა იცრუეს. ”ილ-ჯის” ბუღალტრის დარეჯან ქოიავას განცხადებით, დარჩენილი დავალიანება დეკემბრის პირველ კვირაში ჩაირიცხება.

რატომ შეჩერდა ”მტკვარი ჰესის” შემდეგ ფარავნის ჰესის მშენებლობაც რეგიონში, რა ვერ გაითვალისწინეს მხარეებმა კონტრაქტზე ხელისმოწერის დროს და სად გაიპარა შეცდომა, ამის შესახებ ”სამხრეთის კარიბჭე” უახლოეს დღეებში გაცნობებთ. ასევე მოგიყვებით დატობირილი ბაღების, მოწამლული საქონლისა და დაკარგული საძოვრების შესახებაც.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 600-მდე აბონენტს 15 დღეა წყალი არ აქვს

19.02.2020 სად და რა ფასად შეიძენთ საშეშე და სამასალე მერქანს

19.02.2020 საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ფარავნის ჰესის მშენებლობა შეჩერდა
ფარავნის ჰესის მიმდებარედ  საძოვრები დაიწვა
ფარავნის ჰესის მშენებლობით დაზარალებული სასამართლოს მეოთხედ მიმართავს [Video]

ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები საპროტესტო აქციებს აანონსებენ

სოფელ ნიჯგორში  წყალსაქაჩის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ