FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში დაკავებული 7 პირიდან 6–ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მთავარისამართალი 13.01.2016
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 11 იანვარს დაკავებული შვიდი მოქალაქედან ექვსს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, ერთ–ერთს, მცირეწლოვანი შვილების დედას კი, 10.000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.

სამცხე–ჯავახეთში დაკავებული 7 პირიდან 6–ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

შვიდი დაკავებულიდან ხუთს ბრალი სსკ–ის 210–ე მუხლის 1–ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ედება, რაც ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან გამოსასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების შეზღუდვის ვადით 3 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 2–დან 4 წლამდე.

ორ დაკავებულს, რომელიც ამავე დროს ცოლ–ქმარია,ბრალს სსკ–ის 210–ე მუხლის მე–2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში სდებენ, რაც გულისხმობს იგივე ქმედებას ჯგუფურად ჩადენილს და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით 4–დან 7 წლამდე.

საქმის მასალების მიხედვით, ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირებისთვის ცოლ–ქმარი ყალბ დოკუმენტებს ამზადებდა, დანარჩენი დაკავებულები კი მძღოლები არიან და მათ ამ დოკუმენტების გამოყენებას ედავებიან.

შვიდივე მათგანი ადიგენის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. მათ შორის ერთ–ერთი, ქალბატონი დაკავებული არ არის. იგი პროკურორის დადგენილებით, რადგან ბრალს აღიარებდა, საზოგადოებისთივს საშიშ პიროვნებას არ წარმოადგენდა და ჰყავდა შვილები, გადაწყდა, რომ პატიმრობაში აღარ დაეტოვებინათ.

სასმართლო პროცესზე ბრალდებულების ადვოკატმა, პატიმრობის ნაცვლად თითოეულზე 10.000 ლარიანი გირაოს შეფარდება ითხოვა, თუმცა მოსამართლემ მარიკა ჩიტაშვილმა ეს არ გაითვალწინა და დაკავებულებს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

წინასასამართლო სხდომა 2 მარტს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში დაკავებული შვიდი პირიდან ორი ცოლ–ქმარია
ადიგენში ხე–ტყის საქმეზე  დაკავებულ 7 პირს საპროცესო გაუფორმეს
თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდები პასუხისგებაში მისცეს
სოფელ საკირეში შუახნის  მამაკაცი დააკავეს
ბორჯომში დაკავებული ექიმი ბრალს არ აღიარებს
ახალციხეში ავარიის გამო დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
„X ჯგუფის“ მფლობელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა