FM97.5 / LIVE

გიგი წერეთელმა ახალციხელებს საკონსტიტუციო ინიციატივა გააცნო

მთავარიპოლიტიკა 12.01.2016
„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა ახალციხელებს 12 ოპოზიციური პარტიის ის საკონსტიტუციო ინიციატივა გააცნო, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობას ეხება;

გიგი წერეთელმა ახალციხელებს საკონსტიტუციო ინიციატივა გააცნო
წერეთელი ახალციხეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს შეხვდა.

„დღეს აქ საკონსტიტუციო კომისიის სახელით ვარ. ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრაქტიკულად გააუქმოს ის საარჩევნო სისტემა რაც დღეს გვაქვს და არ მიიღოს ახალი მის ჩასანაცვლებლად. მთელ რიგ რეგიონებში აუქმებს მაჟორიტარულ არჩევნებს და სანაცვლოდ არაფერს გვთავაზობს“, – ამბობს წერეთელი.

12 ოპოზიციური პარტიის მიერ მომზადებული ინიციატივა პროპორციულ არჩევნებს გულისხმობს, სადაც ამ ინიციატივის ავტორების აზრით, უკეთ წარმოჩინდება ამომრჩევლის როგორც პარტიის მიმართ დამოკიდებულება, ასევე კონრეტული პირის მიმართ მისი ნდობა.

„როცა ეს ხელისუფლება ოპოზიციაში იყო გულმხურვალედ იბრძოდა, რომ რეგიონულ პროპორციული სისტემა ყოფილიყო ქვეყანაში. დღეს კი იმის გამო, რომ გავლენა შეინარჩუნონ რეგიონებში აერთაინებენ ხუთ რაიონს ერთად, რომელსაც ერთი მაჟორიტარი უნდა ჰყავდეს“, – აცხადებს წერეთელი და ამატებს, რომ რეალურად ერთ მაჟორიტარსაც კი უჭირს მასზე დასკირებული მოვალეობების შესრულება და თუ რამდენიმე რაიონს ერთად მხოლო ერთ მაჟორიტარს დავუნიშნავენ, მოსახლეობის პრობელმების ბიუჯეტსა და კანონმდებლობაში ასახვა ვეღარ მოხერხდება.

ოპოზიციის მიზანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაა.

„ჩვენ ვთავაზობთ, რომ იყოს პროპორციული სიები, ანუ იყვნენ პარტიული წარმოამდგენლობებიც. მაგალითისთვის რეგიონში იქნება წარმოდგენილი სია, სადაც პარტია წარმაოდგენს თავის 10–15 კანდიდატს, იმის მიხედვით რამდენი დეპუტატიც იქნება რეგიონში არჩეული. მოსახლეობას ექნება საშაულება აირჩიოს, როგორც პარტიული წარმომადგენელი, ასევე კონკრეტული პიროვნება“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდოამრე გელა დემეტრაძე ამბობს, რომ ხელისულფებამ არათუ 12 ოპოზიციური პარტიის შეთავაზება, არამედ 200 000–ზე მეტი საქართველოს მოქალაქის ხელმოწერაც კი არ გაითვალისწინა: „თუმცა, ვფიქრობ რომ ყველა ბრძოლას აქვს აზრი. მიიღებენ თუ არა ამ ინიციატივას მომავალი გვიჩვენებს“.

გიგი წერეთელმა ახალციხელებს საკონსტიტუციო ინიციატივა გააცნო

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.11.2019 მესხეთის თეატრში პრემიერა ‘ზოოპარკის ისტორია’ გაიმართება

19.11.2019 ბორჯომის მერიაში ექვსი პოზიციიდან ორი კვლავ ვაკანტური რჩება

19.11.2019 21 ნოემბრიდან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რუსთაველზე დაგეგმილ აქციას სამცხე–ჯავახეთიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეუერთდებიან
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელეს
რას გულისხმობს პროპორციული საარჩევნო სისტემა - განხილვა ახალციხეში
მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით სამცხე–ჯავახეთში ხელმოწერები გროვდება
პროპორციული სისტემის 2020 წლიდან ამოქმედებას მოსახლეობის 45% ემხრობა – TI
"ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა
გელა დემეტრაძე: ხალხის ნდობა არ დაგვიკარგავს