FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში დაკავებული შვიდი პირიდან ორი ცოლ–ქმარია

მთავარისამართალი 12.01.2016
სამცხე–ჯავახეთში დაკავბული შვიდი პირიდან შვიდივე ადიგენის მუნიციპალიტეტის მკვიდრია; მათ შორის ორი ცოლ–ქმარია. ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირებისთვის ყალბი დოკუმენტების დამზადებას ორივე აღიარებს;

სამცხე–ჯავახეთში დაკავებული შვიდი პირიდან ორი ცოლ–ქმარია
საქმის მასალების მიხედვით ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირებისთივს ცოლ–ქმარი ყალბ დოკუმენტებს ამზადებდა, დანარჩენი დაკავებულები კი მძღოლები არიან და მათ ამ დოკუმენტების გამოყენებაში ედავებიან.

შვიდივე მათგანი ადიგენის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. მათ შორის ერთ–ერთი, ქალბატონი უკვე სახლშია. იგი პროკურორის დადგენილებით, რადგან ბრალს აღიარებდა, საზოგადოებისთივს საშიშ პიროვნებას არ წარმოადგენდა და ჰყავდა შვილები, გადაწყდა, რომ პატიმრობაში აღარ დაეტოვებინათ. ორი შვილის დედა მეუღლესთან ერთად გუშინ, 11 იანვარს დააკავეს და შინ გუშინვე გაუშვეს.

„ცოლიცა და ქმარიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – ამბობს ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე.

არცერთ მათგანს ჯერ ბრალი არ წარგენია, სავარაუდოდ, მათ ბრალს დღის ბოლომდე წაუყენებენ ხვალ კი აღკვეთის ღონისძიება შეეფარდებათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამცხე-ჯავახეთში შვიდი მოქალაქე დააკავა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის საჭირო სასაქონლო ზედნადებში, სისტემატურად შეჰქონდათ ყალბი მონაცემები მასალის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესახებ, რის შემდეგაც, აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტებით ახორციელებდნენ უკანონოდ მოპოვებული ხე - ტყის მასალის ტრანსპორტირებას და რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში შვიდი პირი დააკავეს
სამცხე–ჯავახეთში დაკავებული 7 პირიდან 6–ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ადიგენში ერთი პირი ხე–ტყის ყალბი ზედნადების გამო დააკავეს
ხე-ბუჩქნარის გაჩეხვის ბრალდებით სამცხე - ჯავახეთში ერთი პირი დააკავეს
სამცხე–ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტების შემოწმება მიმდინარეობს
ხე–ბუჩქნარის ჩეხვის ბრალდებით ტყის ყოფილი მცველი დააკავეს
ადიგენში მოქალაქე უკანონოდ მოპოვებული ხე –ტყის ტრანსპორტირებას ახდენდა