სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხელი პოლიტპატიმარი : ‘ნარკოდანაშაულში ბრალდებულ 60 პატიმარს შორის მე ამომიჩემეს’

მთავარისამართალი 11.01.2016
პოლიტპატიმართა სიისა და შეწყალების კომისიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან კავშირში ნახსენები, ახალციხელი თეიმურაზ გორდელაძე, მის შესახებ გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება.

ახალციხელი პოლიტპატიმარი : ‘ნარკოდანაშაულში ბრალდებულ 60 პატიმარს შორის მე ამომიჩემეს’
პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული თეიმურაზ გორდელაძე ამბობს, რომ ის რასაც შეწყალების კომისიის გარშემო აგორებულ სკანდალთან კავშირში, ტელევიზიისა და პრესის საშუალებით მის შესახებ აცხადებენ, სიცრუეა.

გორდელაძე 2013 წლის 13 იანვარს, ამავე სტატუსით გათავისუფლებულ 190 პატიმარს შორის ერთ–ერთია. იგი 2009 წლის ივლისში, თბილისში კეკელიძის ქუჩაზე დააკავეს. როგორც თავად ამბობს, მაშინ ორმა პიროვნებამ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდო.

„გამსაღებელი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ჯიბიდან ამომიღეს შვიდი თუ რვა ცალი. მეორე დღეს გამომძიებელი შემოვიდა და მითხრა, რომ ერთი აბი კიდევ დაემატა, ისიც ჩემ კუთვნილ მანქანაში ჰქონდათ ვითომ ნანახი“, – იხსენებს გორდელაძე.

მისი თქმით, დაკავების შემდეგ აწამეს: „მცემეს, დენიც შემიერთეს. ცოლის დაჭერითაც დამემუქრნენ, თუ არ მოვაწერდი ხელს, რომ ის წამალი ნამდვილად ჩემი იყო“.

გორდელაძის დაკავებიდან, მეორე დღეს, როგორც თავად ამბობს, მისი მეგობარიც დააკავეს: „წამალი მასაც ჩაუდეს. არ მინდა ვინაობა გავამჟღავნო. ორივეს საქმე გააერთიანეს. წამებისა და ოჯახის წევრებზე მუქარის შემდეგ, ასევ იმ დაპირებით, რომ საპროცესოს გაგვიფორმებდნენ მას დააწერინეს, რომ ჩემგან შემდეგში თანხის გადახდის მიზნით წამალი შეიძინა. მე კი ხელი აღიარებაზე მომაწერინეს, მაგრამ ორივე მოგვატყუეს, მე 13, მას კი 7 წელი მიუსაჯეს“.

გორდელაძე აცხადებს, რომ მის შესახებ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 12 წელი ჰქონდა მისჯილი სიცრუე: „მე არც თემურ გორდელაძე ვარ, დოკუმენტებში ყველგან თეიმურაზ გორდელაძე წერია და რაც მთავარია, ჩემ საქმეში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებაზე არაფერია ნათქვამი. 8–9 აბი განსაკუთრებით დიდ ოდენობად არ ითვლება“.

მისივე თქმით, ასევე სიცრუეა ის, რომ თითქოს იგი ნარკოდანაშაულთან ერთად ყაჩაღობისთვისაც იყო ნასამართლევი: „ერთ–ერთ გადაცემაში იმაზეც ისაუბრეს, რომ მე ვიღაცეებთან ვითანამშრომლე, ნახონ ჩემ საქმეში რომელ პირზე მაქვს ხელი დადებული. პირიქით, აქეთ დამადეს ხელი“.

შეკითხვაზე, ვის რაში სჭრიდება მის შესახებ დეზინფომრაციის გავრცელება გვპასუხობს: „ეს უნდა ჰკითხოთ ელისაშვილს“.

შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარესა და თბილისის საკრებულოს წევრს ალეკო ელისაშვილს ვერ ვკითხეთ. მან „სამხრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

გორდელაძე კი აცხადებს, რომ სამი წელი პოლიტპატირმის სტატუსით გამოსული 190 კაცის საქმის გადასამოწმებლად საკმარისი დროა: „არ ვიცი ვინ ალაპარაკებს ელისაშვილს, ან რატომ. თავიდან ასახელებენ 60 პატიმარს, რომელიც ნარკოდანაშაულში იყო ბრლადებული, მაგრამ მაინცადამაინც მე ამომიჩემეს, არ ვიცი რატომ“.

მისი თქმით, მას არც იმ ოდენობის თანხების გადახდა შეეძლო, რაზეც პოლიტპატიმრების გარშემო აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით ასახელებენ: „ფულის გადამხდელი რომ ვყოფილიყავი ვაკეში 27 ათას დოლარად 140–კვადრატულ მეტრიან ბინას კიარ დავკარგავდი. იპოთეკით მქონდა დატვირთული და გამიყიდეს. ნარკოტიკის გამსაღებელი რომ ვყოფილიყავი, ორი წელი პროცენტს რატომ გადავიხდიდი?!“

შეკითხვაზე, რატომ გამოუშვეს პოლიტპატიმრის სტატუსით და როგორ მოხვდა ამ სიაში, გორდელაძე გვპასუხობს: „პოლიტიკაში ჩართული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ დამაკავეს ალბათ იმიტომ რომ ბურჯანაძის ხალხთან ვახლობლობდი, რუსთაველზე გაშლილ კარავში, 2009 წელს ბიჭებთან რომ მივდიოდი და საჭმელი მიმქონდა ალბათ ეგ იყო მიზეზი“.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მაშინ როცა იგი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე კონკრეტული პატიმრის საქმის განხილვის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი განცხადებით, პოლიტიკოსები კონკრეტული მსჯავრდებულების საქმის კრიტერიუმების გარეშე განხილვით იყვნენ დაინტერესებული, ამაში კი დიდი თანხები ჰქონდათ აღებული. ელისაშვილის თქმით, მას ასევე აქვს საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ ამნისტიის დროს ვიღაცეებმა ფული იშოვეს.

შეწყალების კომისიის შესაწლო ზეწოლის ფაქტებს საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


06.12.2017 ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]

05.12.2017 კოსმოსურ ჰაკათონში ახალციხელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს

05.12.2017 'სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი' – ახალციხეში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

01.12.2017 ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე: „გარედან არაფერი ჩანდა“

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.12.2017 იურიდიული დახმარების სამსახურმა მუშაობის ანგარიში წარადგინა

08.12.2017 1 იანვრიდან 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ძალა აღარ ექნება

08.12.2017 ახალქალაქში თოვლმა გადაადგილების პრობლემები შექმნა

08.12.2017 უამინდობის გამო, ახალციხეში 500 აბონენტს დენი არ მიეწოდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა
მალხაზ ჟუჟუნაძე 2007 წლის გახმაურებული საქმის გამოძიებას ორი წელია ელოდება
ყოფილი პოლიტპატიმარი სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უხელმძღვანელებს
პრეზიდენტმა 95 მსჯავრდებული შეიწყალა
რატომ მოიხსნა 'ნაციონალების' მაჟორიტარმა კანდიდატურა ახალციხეში
დამალაში საუბნო კომისიის თავმჯდომარე გამგებელს ზეწოლაში ადანაშაულებს
‘ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს’ – მოხეში ზეწოლაზე საუბრობენ