FM97.5 / LIVE

გუჯა ბიჭაშვილი: 'რაც "ახალციხის ციხეზე" ხდება უნიათო ხელმძღვანელობის ბრალია"

მთავარიპოლიტიკა 11.01.2016
„ახალციხის ციხის“ ყოფილი დირექტორი გუჯა ბიჭაშვილი მიმდინარე წლის იანვრიდან ციხეზე გათავისუფლებული გიდებისა და მეთვალყურეების საკითხს ეხმაურება.

გუჯა ბიჭაშვილი: 'რაც "ახალციხის ციხეზე" ხდება უნიათო ხელმძღვანელობის ბრალია"
„ახალციხის ციხის“ ყოფილი დირექტორი გუჯა ბიჭაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ცუდად მუშაობს.

„ქართული ოცნება, როდესაც ხელისუფლების სათავეში მოდიოდა ხალხს დასაქმებას ჰპირდებოდა და არა სამსახურებიდან გათავისუფლებას“, – აცხადებს იგი.

ბიჭაშვილი მიიჩნევს, რომ ციხიდან თანამშრომლების გათავისუფლება უნიათო ხელისულფების ბრალია: „ციხეზე საქმეს გიდები წარმართავენ, ამ ადამიანებმა ისტორია იციან ზეპირად და უნდა გაათავისუფლო?! ის გიდები და მეთვალყურებიი, რომლებიც 24–საათიან რეჟიმში მუშაობენ, როგორ უნდა გაუშვა სამსახურიდან?! მერიაში ყავისმსმელებისთვის შტატებს ამატებენ, ციხეზე საქმის მკეთებლებისთვის კი თანხის გამოყოფა არ უნდათ“.

გარდა ციხეზე გათავისუფლებული თანამშრომლებისა ბიჭაშვილი, „ახალციხის ციხეზე“ საპირფარეშო რომ ფასიანი გახდა, ამ ფაქტს ეხმაურება: „არასწორია, დიდი სირცხვილია, არ შეიძლება დამთვალიერებლებს საპირფარეშო ფასიანი გაუხადო“.

შეგახსენებთ, რომ „ახალციხის ციხეზე“ ზამთარში დამთვალიერებლების ნაკლებობისა და მცირე ფინანსების გამო 9 თანამშრომელი გაათავისუფლეს. რაც შეეხება საპირფარეშოს, ის ფასიანი გასული წლის აგვისტოდან გახდა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

31.05.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

31.05.2020 კორონავირუსი და ქრონიკური დაავადებები - ინფოგრაფიკა

31.05.2020 ‘სომხეთიც და საქართველოც უნდა ვიყოთ მზად, დავეხმაროთ ერთმანეთს’ - ფაშინიანo

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის  ციხეზე საპირფარეშო ფასიანი გახდა
ელგუჯა ბიჭაშვილი: ‘ახალციხის ციხეზე კადრები გაბერილი არასოდეს ყოფილა’
ახალციხის ციხის დირექტორად გუჯა ბიჭაშვილი დაინიშნა
ახალციხის ციხეზე შშმ პირების საპირფარეშოს კარი შეცვალეს
ახალციხის მერი: 'ახალციხის ციხის' დირექტორი აუცილებლად შეიცვლება'
ახალციხის ციხის დირექტორი გოკა გაბაშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს
ახალციხის ციხეზე ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს