FM97.5 / LIVE

"ახალციხის ციხის" დირექტორის შესაძლო ცემის ფაქტზე ძიება შეწყდა

მთავარისამართალი 10.01.2016
"ახალციხის ციხის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ილია სიდამონიძის შესაძლო ცემის ფაქტზე, დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, ძიება შეწყდა;

"ახალციხის ციხის" დირექტორის შესაძლო ცემის ფაქტზე ძიება შეწყდა
ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭეს" სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში განუცხადეს.

"ახალციხის ციხის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ილია სიდამონიძე ირწმუნება, რომ მისთვის რუხაძეს არ დაურტყია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო "სამხრეთის კარიბჭეში" გამოქვეყნებული სტატიის საფუძველზე ახალციხის მერის ყოფილი მძღოლისა და ახალციხის ციხის დირექტორის მოადგილის მეუღლის, გიგი რუხაძის მიერ ილია სიდამონიძის შესაძლო ცემის ფაქტს იძიებდა.

რუხაძე 2015 წლის იანვრიდან პირველ აგვისტომდე მერიის შტატგარეშე თანამშრომელი იყო. როგორც ახალციხის მერიიდან წერილობით (N217/05) გამოთხოვილ ინფორმაციაში ვკითხულობთ: "მისი შრომითი ხელშეკრულება არ გაგრძელდა, რადგან მერიაში დაემატა ახალი შტატი მატერიალურ ტექნიკური საკითხებში, შესაბამისად მისი შტატგარეშე მოსამსახურე ყოფნის საჭიროება აღარ არსებობდა".

შეგახსენებთ, რომ თვითმხილველების განცხადებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გიგი რუხაძემ ილია სიდამონიძეს დაარტყა. შსს საქმეს სსკ–ის 125–ე მუხლით იძიებდა, რაც ცემას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

‘ახალციხის ციხის’ დირექტორის შესაძლო ცემის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
ქალაქის მერი ‘ახალციხის ციხის’ ამბებზე: ძალიან ნუ გაზრდით ამ თემას
‘ახალციხის ციხის’ თანამშრომლები: მერის ყოფილმა მძღოლმა ‘ციხის’ დირექტორს დაარტყა და ნივთები დაუმსხვრია [შესწორებული]
‘ახალციხის ციხეზე’ დირექტორის მოადგილე დანიშნეს
ახალციხის მეხუთე სკოლაში მოსწავლეების შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ვინ ასრულებს ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობას
ახალციხის ციხეს ახალი უფროსი ჰყავს