FM97.5 / LIVE

რეგიონული განვითარების ფონდში ახალციხის თემიდან 9 პროექტს გზავნიან

მთავარიეკონომიკა 08.01.2016
რეგიონების პროექტების ფონდში დასაფინანსებლად წარსადგენი 9 პროექტიდან 8 გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ჯამში პროექტებისთვის 2, 344 990 ლარი დაიხარჯება.

რეგიონული განვითარების ფონდში ახალციხის თემიდან 9 პროექტს გზავნიან

დღეს, 8 დეკემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის პირველი სხდომა გაიმართა.

საკრებულოს დეპუტატებმა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობისგან წარდგენილი პროექტები განიხილეს.

პროექტის მიხედვით 2016 წელს დაგეგმილია სოფელ აწყურის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სოფელ მუსხის ტერიტორიაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ასევე სხვილისის, ანდრიაწმინდის, წყალთბილა–ნაოხრების, საძელის, მუსხის, წყრუთის, ჭვინთის, ელიაწმინდის, ტატანისის, სვირის, ბოგის და ანის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია. პროექტების განსახორციელებლად 2 344 990 ლარი დაიხარჯება.

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსზეც იმსჯელეს. ცვლილება შევიდა ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულებაში. დებულების მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებეულ კონკურსში, წამყვან და უფროსი სპეციალისტების ტესტირების ბარიერმა 60% დან 55%–მდე დაიწია.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

რაში დახარჯა გამგეობამ ‘რეგიონული ფონდის’ ფული
ახალციხე რეგფონდიდან 5 მლნ ლარს მიიღებს – რა გაკეთდება ამ ფულით
რას მოხმარდება ახალციხის სოფლებში მთავრობისგან მიღებული 2 მილიონი ლარი
რა გაკეთდება სამცხე–ჯავახეთში ცენტრალური ბიუჯეტის 15 მლნ ლარით 2016წელს
2018 წელს რეგიონული ფონდიდან ახალციხეში 10 პროექტი განხორციელდება
3 მლნ ლარი რვა პროექტისთვის – რა იგეგემება ახალციხის სოფლებში
ახალციხის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ემზადება