ახალციხეში ალილოს მსვლელობა მოეწყო

მთავარისაზოგადოება 07.01.2016
დღეს, 7 იანვარს, ახალციხეში ტრადიციული ალილოს მსვლელობა გაიმართა. საზეიმო მსვლელობაში ბავშვები, მოზარდები და მღვდელმსახურები მონაწილეობდნენ.

ახალციხეში ალილოს მსვლელობა მოეწყო

სასულიერო პირებმა მრევლთან და მგალობელთა გუნდთან ერთად ალილოს მსვლელობა ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრიდან დაიწყეს. ალილოს მონაწილეები მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გალობით ულოცავდნენ.

მსვლელობის დაწყებამდე ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ შეკრებილ მრევლს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„ძირძველი მესხეთიდან გილოცავთ ამ დღეს. ვადიდოთ უფალი ისე, როგორც მწყემსები ადიდებდნენ მის შობას. ჩვენ სიხარულით აღვნიშნავთ ამ დღეს. გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას“, – განაცხადა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ.

ალილოს მსვლელობა ქალაქში ორ საათს გაგრძელდა. მსვლეობისას შეწირულ ტკბილეულს, ტანსაცმელს და საყოფაცხოვრებო ნივთებს, კი მიუსაფარ ბავშვთა სახლებს, შეჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცებულებს გადასცემენ.

ცნობისთვის, საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს.

ქრისტეს შობის დღესასწაულზე ალილოს საზეიმო მსვლელობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მეთოთხმეტე წელია ეწყობა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


09.02.2017 ‘გულანის’ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

01.02.2017 'ფაბლაბი' – სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ახალციხეში [photo/Video]

28.01.2017 ხვალ უნივერსიტეტში ასტრონომიული აღმოჩენების შესახებ საჯარო ლექცია გაიმართება

20.01.2017 ლელოვნის სკოლა – ლიდერი ნიკო კეცხოველის პრემიის გზაზე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2017 ‘რეზინის ბოტებიანი’ დასახლება [Photo]

17.02.2017 ყაჩაღობაში ბრალდებულის მეუღლე: ამ დონემდე ვალებმა მიიყვანა

16.02.2017 დღის ფოტო: სოფლის სტენდი [Photo]

16.02.2017 ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა დასრულდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.02.2017 ადიგენის სოფლებში უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა [video]

28.01.2017 ახალციხის სოფლების მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს გადაიხდის [Video]

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

მსგავს თემაზე

დღეს კათოლიკები მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავენ
საშობაო ალილო ახალციხეში [Photo]
ახალციხეში ამაღლების დღესასწაული იზეიმეს
მართლმადიდებლური სამყარო შობის დღესასწაულისთვის ემზადება
შობის ღამისთევა ახალციხეში [Video]
აწყურის ღვთისმშობლის ხატი ამაღლების ტაძარში დააბრძანეს [Photo/Video]
მართლმადიდებელმა სამყარომ შობის დღესასწაული იზეიმა [photo]