FM97.5 / LIVE

ხელისუფლება, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი 2015 წელს აფასებს

მთავარიპოლიტიკა 30.12.2015
ვისთვის ახდა ოცნებები 2015–ში – როგორ აფასებს გასულ წელს ადგილობრივი მთავრობა, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი; რითი იყო გამორჩეული ეს წელი მესხეთის მუნიციპალიტეტებისთვის;

ხელისუფლება,  ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი 2015 წელს აფასებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, 2015 ბორჯომისთვის გადასარევი წელი იყო, რადგან ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა: გარემონტდა ბაღები, მოეწყო ქუჩები, გაკეთდა გზები.

„ჭიხარულასა და ბალანთაში გაზი არ იყო და შევიყვანეთ. ყვიბისის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია მოხდა უახლესი დანადგარის მეშვეობით. რაც მთავარია კოხტა გორის საბაგირო გზა გაიხსნა. და რაც მთავარია, მომავალ წელს მიტარბში გაკეთდება საბაგირო. კვირიკაშვილი დაგვპირდა ამას“, – ამბობს დიმიტრი ყიფიანი და ამატებს, რომ მომავალ წელს ასევე დასრულდება მერაბ კოსტავას სკვერის რეაბილიტაციაც.

მისივე თქმით, ბორჯომის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით გაიზარდა. აქედან თანხის 60 პროცენტი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაიხარჯება, გაეზრდება ხელფასები ბაღების გაერთიანების თანამშრომლებს, 15 პროცენტით გაიზრდება თვითმმართველობის თანამშრომლების ხელფასებიც.

რაც შეეხება ბორჯომის თვითმმართველბის ერთ–ერთ გახმაურებულ თემას, პრემიებს, ყიფიანი ამბობს, რომ ეს მისმა თანამშრომელბმა ღირსეულად დაიმსახურეს: „მაგალითად, დასუფთავების მოსაკრებლი დაგეგმილი იყო 180 000 ლარი და კარგი ადმინისტრირების შედეგად 320 000 ლარი შემოიტანეს. 2 მილიონით რომ გეზრდება ბიუეჯტი, ეს კარგი მუშაობის შედეგია“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მსგავსად, დადებითად აფასებს 2015 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მინდია ჯელიაც. ადიგენში „საბანი ისე დაიხურეს, როგორც გაწვდათ“. თუმცა როგორც ჯელია ამბობს, მუნიციპალიტეტისთვის მაინც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თან ხარისხიანად.

„გული გვწყდება იმაზე, რომ სეტყვამ დაგვაზარალა“, – ამბობს ჯელია.

არ იზიარებენ არც ჯელიას და არც ყიფიანის ოპტიმისტურ განწყობას ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სიმონ პარუნაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ქვეყანის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა: „ორი მილიონი ლარის დოვლათი დავკარგეთ. ყველგან თვითმმართველობებში არაკვალიფიციურ კადრებს ნიშნავენ. ადიგენში მაგალითად იურისტი დაიქირავეს. მეოთხე წელი დაიწყო „ოცნების“ მოსვლიდან და არაფერი გაკეთებულა. ადიგენის გამგებელი ხალხს შაქარის ქარხანას დაპირდა და არც მაგაზეა საუბარი ჯერ“.

ხალხის მოლოდინი „ოცნებამ“ რომ ვერც 2015–ში გაამართლა, ამაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელი გოდერძი კუბლაშვილიც საუბრობს. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისულფების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კონკრეტულად ადიგენის მუნიციპალიტეტში ძლაიან ბევრ რამეს ეტყობა.

„ამბობენ შვიდი მილიონი ლარია გახარჯულიო, რაღაცეები გაკეთდა, მაგრამ უხარისხოდ. ამით შესაბამისი ორგანიზაციები დაინტერესდებიან ალბათ“, – ამბობს კუბლაშვილი და ამატებს, რომ კარგი რაც „ოცნების“ შეცვლის შემდეგ ქვეყანაში მოხდა, თავისუფლად საუბრის საშუალებაა, – „მაგრამ ახლა მეორე უკიდურესობა დაგვემართა. ვლაპარაკობთ, მაგრამ აღარავინ გვისმენს“.

ასპინძის ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ეს წელი მუნიციპალიტეტისთვის განხორციელებული პროექტების მასშტაბურობით, მარლთაც გამორჩეული იყო.

„რეგიონული თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა. წინა სამი–ოთხი წელი რომ გადააბა, ჯამში ამხელა თანხა არ გახარჯულა. საკმაოდ კარგი წელია იმ თვალსაზრისითაც, რომ საფუძველი ჩაეყარა მთის კანონს“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი.

მისი თქმით, რაიონის პრიორიტეტი ყველა სოფლამდე მისასვლელი გზაა. მისი განხორციელება უკვე დაწყებულია და მაქსიმუმ ორ–სამ წელში დასრულდება: „ასევე გავაკეთეთ საბავშვო ბაღებიც. ჩვენი ფული აღარ გვეყო და მსოფლიო ბანკის დაფინანსება მოვიპოვეთ“.

ის რაზეც პაპაშვილს 2015 წელს გული წყდება, ის არის რომ „ფარავნის ჰესის“ ქონების გადასახადი ადგილობრივ ბიუჯეტში არ შევიდა: „კანონით ისეა გაწერილი, რომ ჰესი ჩვენ ვერ გვიხდის გადასახადს. მომავალ წელს იმედია ეს მოწესრიგდება და ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხა შემოვა, რაც მეტი პროექტის განხორციელების საშაულებას მოგვცემს“.

წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებით იწონებს თავს ახალციხის თემის გამგებელი ზაზა მელიქიძეც: „ძალიან ბევრი პრობელმა გადაიჭრა თემში. მოწესრიგდა წყლის, სარწყავის, გზის პრობლემა არა ერთ სოფელში. მოეწყო საბავშვო ბაღები. ვფიქრობ, მაქსიმუმი გავაკეთეთ. ასევე, ძალიან კარგი გეგმა შევიმუშავეთ 2016 წელს განსახორციელებელად“.

ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ 2015 წლის შესაფასებლად ვერ მოიცალა. თუმცა, ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი ამბობს, რომ გასულ წელი ქალაქისთვის ცუდი არ იყო: „ქალაქი გაგვილამაზდა. საინტერესო ღონისძიებებიც განხორციელდა. მაგრამ მეტის მოლოდინი გვქონდა ნამდვილად“.

მესხიშვილი ამბობს, რომ ზოგადად 2015 წელი არც ქვეყნისთივს იყო ცუდი, თუმცა მძიმე სოციალური ფონი მაინც ვერ დაიძლია: „ეს ალბათ იმიტომ, რომ ბევრი სოცილაურად დაუცველია და ამის გამოსწორება უცებ ვერ მოხერხდება“.

ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე საუბრით იწყებს გასული წლის შეფასებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე.

„უარყოფითად ვაფასებ 2015–ს. შემცირებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ზრდა, ეს დანაშულია და ხელისუფლების უმოქმედობის ბრალია. ასევე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ბადებს კთხვის ნიშნებს და ეს ძალიან მოქმედებს ქვეყნის განავითარებაზე. გვყავს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები. ჩვენი პარტიის ლიდერები“, – ამბობს დემეტრაძე.

მისი თქმით, 2015–ში დაპირებები და ოცნებები ვერ ახდა: „ოცნებები ოცნებებად დარჩა. ფასებმა ყველაფერზე მოიმატა, გაიზარდა კომუნალური გადასახადები. თავს კარგად მხოლოდ გამგეობებში, მერიებში და სამინისტროებში გრძნობენ. როცა ცენტრში ასეთი ვითარებაა, რეგიონში რის განვითარებაზე უნდა ილაპარაკო?!“

ერთადერთი რაც გასული წლის დადებით მოვლენად მიაჩნია დემეტრაძეს, ეს ვიზალიბერალიზაციაა: „ამ მხრივ წარმატება ქვეყნისთვის და ხალხისთვის მართლაც მისალოცია“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საჯარო მოხელეებს 2016 წელი ეამაყებათ
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი გასულ წელს აფასებს
რატომ უწოდებენ  2013 წელს უძრაობის წელიწადს სამცხე-ჯავახეთში?
წელიწადი, რომელსაც ვერაფრით გამოარჩევენ
ადიგენის გამგებლის საამაყო პროექტები და ოპოზიციის კრიტიკა
რას ცდილობს ხელისუფლება პრემიერის შეცვლით – ღარიბაშვილის გადადგომას არასამთავრობები და ოპოზიცია აფასებენ
2016 წელი მოქალაქეების თვალით