FM97.5 / LIVE

რა იგეგმება ახალი წლის ღამეს ასპინძაში

მთავარისაზოგადოება 30.12.2015
დაბა ასპინძაში საახალწლო ღონისძიებისთვის 9 ათასი ლარი დაიხარჯება. მოსახლეობა 2016 წელს ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტითა და ფოიერვერკით შეხვდება.

რა იგეგმება ახალი წლის ღამეს ასპინძაში

სახალწლო ღონისძიება ასპინძაში 23:30 საათზე დაიწყება და 00:20 საათზე დასრულდება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ვაჟთა ფოლკლიროული ანსამბლი „წუნდა“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „სამცხე“ , ვალერიან მაღრაძის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები და ბავშთა ფოკლურულ –ინსტრუმენტლური ანსმბლი „ლალე“.

ღონისძიება სასულიერო პირის დალოცვით დაიწყება, დამდეგ ახალ წელს მოსახლეობას მიულოცავს მუნიციპალიტეტის პირველი პირიც.
როგორც ასპინძის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურში განმარტავენ, ღონისძიება ასპინძის ცენტრში, სკვერში გაიმართება.

ღონისძიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 ათასი ლარი დაიხარჯება. 4.500 ლარით ფოიერვერკები შეიძინეს, ამდენივე თანხით კი ქალაქის ცენტრალური ქუჩები და სკვერები საახალწლო ნათურებით გაანათეს.

გარდა აღნიშნულისა, მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სამსახური 75 ბენეფიციარს საახალწლო საჩუქარს გადასცემს, საჩუქრებს 31 დეკემბერს, დღის განმავლობაში დაარიგებენ. საჩუქრებს მიიღებენ 18 წლამდე შშმ პირები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც სათნოების სახლის ბენეფიციარები არიან. საჩუქრებისთვის ჯამში 3.549 ლარი დაიხარჯება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საახალწლო ღონისძიებებისთვის 16 000 ლარი დაიხარჯება
ახალი წლის ღონისძიებებისთვის ასპინძაში 9 000 ლარი  დაიხარჯება
ახალციხეში საახალწლო ღონისძიება 26 დეკემბერს გაიმართება
ბორჯომში საახალწლო სამზადისი დაიწყო
ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლო ღონისძიებისთვის 88.500 ლარი დაიხარჯება
რა იგეგმება ახალციხის ცენტრში ახალი წლის ღამეს?
სამცხე-ჯავახეთში საახალწლო ღონისძიებებისთვის 145 748 ლარი იხარჯება