FM97.5 / LIVE

რა ღირს საახალწლო სუფრა

მთავარიეკონომიკა 30.12.2015
ახალი წლის დადგომამდე ორი დღით ადრე ახალციხის სასურსათო მაღაზიებსა და ბაზარში ხალხმრავლობაა. ყველა ცდილობს დღესასწაულს „საკადრისად“ შეხვდეს.

რა ღირს საახალწლო სუფრა

მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის მოახლოებამდე საუბარს, „ამ წელს ბევრს არაფერს“ ვაკეთებ, ხშირად გაიგებდით, წინასაახალწლოდ ახალციხის ქუჩები გამყიდველებითა და მყიდველებით მაინც გადაივსო.

გასული წლის მსგავსად, გამყიდველები წელსაც „კლიენტების“ სიმცირეს უჩივიან, მყიდველები კი გაზრდილ ფასებზე ჩივიან, მაგრამ ერთ დღეს შევსებული დახლები მაღაზიებში, მეორე დღეს ცარიელი გხვდება.

რა ღირს საახალწლო სუფრა ტრადიციულად, ხალხმრავლობაა წიგნებისა და საჩუქრების მაღაზიებშიც, მიუხედავად იმისა, რომ გამყდველები აქაც მყიდველების ნაკლებობას უჩივიან.

იმის გასარკვევად რა ღირს საახალწლო სუფრა წელს, ახალციხის აგრარული ბაზარი ავირჩიეთ. ბაზრის ეზოში გზის გაკვლევა სჭირს, აქ ძირითადად სოფლებიდან ჩამოსულ გამყიდველებს შეხვდებით, მთელი წლის მუშაობით მოყვანილი პროდუქტებით, მათი გაყიდვა, უკეთესი ფასების იმედით, ახალ წელს რომ დაამთხვიეს.

ეზოში ამბობენ, რომ განსაკუთრებული მოთხოვნა რძის პროდუქტებზე, ინდაურებსა და ქათმებზეა.

რა ღირს საახალწლო სუფრაცოცხალი ქათამი 15 ლარი ღირს, ინდაურის ფასი 65 ლარია, ყველის კი 6 ლარიდან იწყება, მაგალითად, ჩეჩილი ყველი 6 ლარი ღირს, სუფრის 7 ლარი, სულგუნი 12 ლარი, ტენილი კი 25.

ბაზრის შიგნით ყველაზე მეტი მყიდველი ხორცის განყოფილებაშია. 1 კილოგრამი ხორცის ფასი 10 ლარიდან იწყება, განსაკუთრებული ნაწილი თუ გინდათ, 13 ლარი უნდა გადაიხადოთ. გოჭების ფასი კი 50 ლარიდან იწყება.

ხალხმრავლობაა თევზის განყოფილებაშიც: კალმახი – 11 ლარი ღირს, ცოცხალი თევზი (სხვა სახეობები) – 5 ლარი, გაყინული კი – 6,5 ლარი.

რა ღირს საახალწლო სუფრახორცეულის შემდეგ ტკბილეულის განყოფილებაში ვინაცვლებთ. ამბობენ, რომ სხვა რომ არა, ნიგოზსა და თაფლს ჩურჩხელისთვის მაინც ყველა ყიდულობს. თაფლის ფასი 13 ლარიდან იწყება, ნიგოზის კი 23–დან. მოთხოვნაა ჩირებსა და ჩურჩხელებზეც, სხვადასხა სახეობის ჩირის ფასი 4 ლარიდან იწყება, ჩურჩხელების კი 0.80 ლარიდან. ტყლაპი მაგალითად, 9 ლარია.

საახალწლო სუფრისთვის საჭირო კერძებს დიასახლისები ვერ ამზადებენ მწვანილის გარეშე, მწვანილს კი წლის ამ დროს განსაკუთრებული ფასი აქვს. 1 კილოგრამი 7–8 ლარია. ბოსტნეულის განყოფილებაში მისულები კითხულობენ კიტრისა და პომიდვრის ფასებსაც, აქ 1 კილოგრამის ფასები 4 ლარიდან იწყება.

რა ღირს საახალწლო სუფრა ასტროლოგების რჩევით, მაიმუნის წელს საახალწლო სუფრაზე ბევრი ციტრუსი უნდა იყოს. ამიტომ, მყიდველის სიმცირე არც ხილის განყოფილებაშია. აქ ფასები ასეთია: ყურძენი -3,50 ლარი; ბანანი - 6 ლარი ; მანდარინი-1,50 – 2,50 ლარი; ფორთოხალი - 1,50 – 2,.20 ლარი; კივი -2,50–დან 3 ლარამდეა; ხურმა -1 ლარი; ბროწეული - 3,50 ლარი; ანანასი 11–12 ლარი; ქოქოსის კაკალი 3 ლარი. აქვე ვაშლსა და მსხალსაც შეიძენთ, ერთ კილოგრამის ფასი 2 ლარიდან იწყება.

ახალი წლის მთავარი ატრიბუტის, ჩიჩილაკის ფასი 1,5 ლარიდან 10 ლარამდეა, საახალწლო ნაძვის ხის კი 12–დან 150 ლარამდე. 2 ლარიდან 250 ლარამდე ადის სხვადასხვა საახალწლო ასაფეთქებლის ფასი.

რა ღირს საახალწლო სუფრა მყიდველები ჩივიან, რომ „საშუალო დონის“ სუფრის მოსამზადებლად საშუალოდ 400–500 ლარი ეხარჯებათ.

„ჯერ-ჯერობით 150 ლარზე ვარ ასული. წინა წლებთან შედარებით ფასები მომატებულია“, - გვეუბნება ერთ–ერთი მყიდველი თამარ გოგოლაური.

„შარშან ამ დროს ნემსს ვერ ჩააგდებდი აქ, წელს კი ხალხი არაა, ფული არ აქვთ“, - ხალხმრავლობის მიუხდავად ჩივის გამყიდველი სამველ პეტროსიანი.

„კი ვყიდულობ ყველაფერს, მაგრამ ვინ ჭამს, გავა ერთი კვირა და გადავყრით, მაგრამ მაინც უნდა იყიდო, ყველა აკეთებს და...“, – გვეუბნება ცელოფნის პარკებით დატვირთული ერთ–ერთი მყიდველი, „ნავაჭრს“ შვილს მანქანაში გასატანად აწვდის და თავად ანანასის რიგისკენ მიდის.

[ვარლამ წიკლაური, თინათინ ზაზძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

საახალწლო ბაზარი
საახალწლო ბაზარი ახალციხეში – რა ღირს პროდუქტი ‘ალფა მარკეტში’
სააღდგომო ფასები ახალციხის ბაზარში [Photo]
ახალციხეში წინასაახალწლო ვაჭრობა პიკს აღწევს
სააღდგომო ფასები ბაზარში [Photo]
რა ჯდება საახალწლო სუფრა
ახალციხის სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის შესაძენი ფასი 2.35 ლარიდან იწყება