FM97.5 / LIVE

ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სრულდება

მთავარიეკონომიკა 30.12.2015
საერთაშორისო მნიშვნელობის საავატომობილო გზის ხაშური–ახალციხე–ვალეს 2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება. აღნიშნული პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ 258.400 ათას ლარი დაიხარჯა.

ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური–ახალციხე–ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება.

დეპარტამენტში განმარტავენ, რომ რეაბილიტაციის პროექტი გზის საფუძვლის მოწყობას რეციკლირების მეთოდით, ორფენიანი ასფალტ–ბეტონის საფარის დაგებას, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ბეტონის პარაპეტების, საორიენტაციო ბოძკინტებისა და ლითონის ზღუდარების მოწყობას ითვალისწინებდა.

ასევე, აღნიშნულ პროექტში შედის გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
სარეაბილიტაციო მონაკვეთზე ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე თვალამრიდი ძელების, წყალგამტარი მილებისა და გზის გვერდულების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, აღნიშნული გზა ერთმანეთთან საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას აკავშირებს. აღნიშნული გზით ხორციელდება საერთაშორისო მიმოსვლა და საზრანზიტო გადაზიდვები და შესაბამისად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგზაო მონაკვეთია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 მილიონ 258.400 ათას ლარია.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის  10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქუთაისი–ბენარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
უამინდობის გამო გზებზე სპეციალური რეჟიმი დაწესდა
ახალციხე-ნინოწმინდის და ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე შეზღუდვებია
ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე მოძრაობა თავისუფალია
ბათუმი – ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება
ნინოწმინდა–ახალციხის გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი შენდება