FM97.5 / LIVE
როგორ ხვდებოდნენ ძველად ახალ წელს მესხეთში

როგორ ხვდებოდნენ ძველად ახალ წელს მესხეთში

მთავარისაზოგადოება 13.01.2016
როგორ ხვდებოდნენ ათეული წლების წინ მესხეთში ახალ წელს; რა წეს–ჩვეულებები ჰქონდათ რეგიონში; რა დატვირთვა ჰქონდა პურს, სიმინდს კაკალსა და ვაშლს; ტრადიციები, რომლებიც ისტორიას ჩაბარდა;

როგორ ხვდებოდნენ ძველად ახალ წელს მესხეთში ციალა გრიგალაშვილი, 77 წლის: „პურს ვაცხობდით ხოლმე, რომელსაც ძროხის ცურის ფორმა უნდა ჰქონდა, ან სიმინდის ტაროს უნდა მგვანებოდა. ორივე სიუხვისა და ბარაქის ნიშანი იყო. დილით როცა მეკვლე მოვიდოდა, სიმინდზე უნდა დაგვეჯინა, ასე რომ არ მოვქცეულიყავით, ეს იმას ნიშნავდა, რომ იმ წელს კრუხი არ დაჯდებოდა. შემდეგ მეკვლეს ხურჯინში ტკბილეულს ვუწყობდით და იმ წელს კარი ყველასთვის ღია იყო“.

როგორ ხვდებოდნენ ძველად ახალ წელს მესხეთში იასონ დევნოსაძე, 82 წლის: „სახლში აუცილებლად ნამდვილი ნაძვის ხე უნდა გვქონოდა და 12 საათამდე სუფრაც სავსე უნდა ყოფილიყო. პირველი მამა სვამდა სადღეგრძელოს და ღვთის სადიდებელს ამბობდა. შემდეგ როგორც ჩვენ მოგვილოცავდა ახალ წელს, ისე ულოცავდა პირუტყვსაც. აიღებდა ხონჩას, შიგ ჩააწყობდა ყველაფერს, რასაც კი პურტყვი შეჭამდა და სადგომში გადიოდა. თან აუცილებლად კაკალი ან ვაშლი უნდა ჰქონოდა, გაუგორებდა საქონელს ფეხებთან და იტყოდა – როგორც ეს არის მრგვალი, ისეთი მრგვალი და მთელი წელიწადი იყოსო. ახლა ეს ტრადიცია აღარავის აქვს“.

როგორ ხვდებოდნენ ძველად ახალ წელს მესხეთში ქიშმიშა მათოსიანი, 76 წლის: „12 საათს რომ ხუთი წუთი დააკლდებოდა, ჩემ შვილს სახლიდან გარეთ ვუშვებდით რომ სუფთა წყალი შემოეტანა. ამ დროს ვამბობდით: „ოქრო წყალი, ოქრო წყალი“. წყალი სისუფთავე, სიწმინდეა, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის განმავლობაში შენი ოჯახის გარშემო სუფთა გულის ადამიანები გინდა რომ იყვნენ. ასე სომხებმა ვიცოდით ხოლმე. მეზობელ ქართველებს ეს ტრადიცია არ ჰქონიათ. წყლის შემოტანის შემდეგ აუცილებლად შოკოლადი უნდა გაგვეტეხა და შამპანური მიგვეყოლებინა, პირველი სადღეგრძელო, რასაც ვსვმადით იყო: „საქართველოს გაუმარჯოს“.

როგორ ხვდებოდნენ ძველად ახალ წელს მესხეთში ნინა დევაძე,79 წლის: „აუცილებელი იყო, რომ სუფრაზე ტკბილი გქონოდა რაიმე, მაგრამ ხშირად ამის ფუფუნება არ იყო, პურიც კი არ გვქონდა, მჭადით გაგვქონდა თავი. მაგრამ იმას რის გაკეთებასაც ვახერხებდით, ოჯახის უფროსი ტაბლაზე დადებდა, სახლს გარშემო შემოატარებდა, ოჯახს ასე დალოცავდა, შემდეგ შემოიტანდა და სახლში ყველას შეგვაჭმევდა, სიკეთეს, ბედნიერებას და მშვიდობას გვისურვებდა“.

როგორ ხვდებოდნენ ძველად ახალ წელს მესხეთშიარმენ ტაბატაძე, 79 წლის:„ყველაზე მთავარი იყო, რომ მაგიდაზე თაფლში ასვრილი ფქვილი გვქონოდა. 12 საათი რომ მოვიდოდა, ოჯახის უფროსი ყველას ამას აჭმევდა, მაგრამ პირველ რიგში ოჯახში ყველაზე პატარასთვის უნდა შეეჭმია. ასე გვატკბობდა ყველას და სიკეთეს გვისურვებდა. ამის შემდეგ ყველაზე ახლობელთან მივდიოდით, შემდეგ ის მოდიოდა ჩვენთან.

როგორ ხვდებოდნენ ძველად ახალ წელს მესხეთში ეთერ მჭედლიძე, 76 წლის: „მაშინ რადიო გვაცნობდა ახალ წელს. ბავშვები ცარიელ სასიმინდეში გავდიოდით, საჭმელი გაგვქონდა და იქ აღვნიშავდით ხოლმე. მაშხალები არ იყო, ამიტომ ცეცხლს ვანთებდით და ნაკვერჩხლებს ვისროდით. ვისაც თოფი ჰქონდა, თოფს ისროდა. დილით ველოდებოდით მეკვლეს და მას შემდეგ, რაც ის მოვიდოდა, კარი ყველასთვის ღია იყო. თან მეკვლესთვის აუცილებლად რაღაცა სიმბოლური საჩუქარი უნდა გეჩუქებინა, წინდა, ცხვირსახოცი ან რაიმე მსგავსი“.

როგორ ხვდებოდნენ ძველად ახალ წელს მესხეთშილენა ოქრომელიძე, 82 წლის: „ახალი წლის დღეს თვალს რომ გაახელდი დაკიდებული შოთის პურები უნდა დაგენახა, (რომელსაც წინა ღამით ვაცხობდით), თუ პურს დაინახავდი თვალისგახელისთანავე, ეს იმას ნიშნავდა რომ სიუხვე და ბედნიერება დაგებედებოდა. მაგრამ ბედობა დღეს კიდევ ცალკე პურს ვაცხობდით, მას კაცის ფორმა ჰქონდა, შიგ ხურდა ფულს ვდებდით და ვისაც ის შეხვდებოდა, ბედნიერი იქნებოდა. ტაბლაზე დაწყობილ პურს სალხსაც ვატარებდით გარშემო, ეს სახლის დალოცვის რიტუალი იყო“.

როგორ ხვდებოდნენ ძველად ახალ წელს მესხეთში რუსუდან ღამბაშიძე, 85 წლის: „ახალ წელს ყოველთვის ღორს ვკლავდით, თავს და ფეხებს ვხარშავდით და ვაკეთებდით ხალადეცს. ვაკეთებდით ჩურჩხელას და ფელამუშსაც, მაგრამ რაც მთავარია, ახალი წლის დღე რომ გათენდებოდა, დედა და მამა გადიოდნენ გარეთ, სახლს გარშემო უვლიდნენ, სიმინდის მარცვალს ყრიდნენ და ბარაქაზე, მოშენებასა და გამრავლებაზე ლოცულობდნენ“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ცეცხლის შენახვის’ და ‘ბობოლობის’ ტრადიცია – როგორ ხვდებოდნენ ძველად შობას მესხეთში [Video]
როგორ ხვდებიან ახალ წელს შერეულ ოჯახებში
მესხური შობა–ახალი წელი [Photo/Video]
ბასილა და ბედის პური – როგორ იბედებდნენ ბარაქიან წელს ძველ მესხეთში [Photo/Video]
სამი წყაროს იმედად

როცა ხუთი შვილის დედა ხარ
ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]