FM97.5 / LIVE

გარემოსდაცვითი ჯგუფი საკურორტო ტყეების შესწავლას იწყებს

მთავარისაზოგადოება 22.11.2012
ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის (OECI) საკოორდინაციო ჯგუფი საკურორტო ტყეებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით ექსპედიციების დაწყებას გეგმავს

გარემოსდაცვითი ჯგუფი საკურორტო ტყეების შესწავლას იწყებს
OECI–ის სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა საკოორდინაციო ჯგუფმა პირველი სამუშაო შეხვედრა დაბა ბაკურიანში უკვა გამართა. პირველი საველე გასვლა კი ცხრაწყაროს უღელტეხილის ტერიტორიაზე შედგა.

OECI–ის სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორის, ხათუნა ხმალაძის განცხადებით, საკურორტო ტყეებში მდგომარეობა ერთი შეხედვითაც ძალიან მძიმეა და ხელისუფლების მხრიდან სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. თუმცა, საბოლოო დასკვნა სპეციალისტებმა უნდა გააკეთონ: „სამეცნიერო ექსპედიცია უახლოეს დღეებში დაიგეგმება და მასში სატყეო სფეროს ექსპერტებთან ერთად ხელისუფლება და საზოგადოებაც ჩაერთვება, ექსპედიციის დასვნები და რეკომენდაციები კი ხელისუფლებასთან დიალოგის საგანი გახდება”.

მისივე თქმით, შემუშავებულია კითხვარიც, რომელიც ითვალისწინებს ინფორმაციის მოპოვებას საკურორტო ტყეების მართვის სისტემაში არსებულ პრობლემებთან და კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით.

ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს 7 რეგიონში ხორციელდება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

OECI-ის შეფასებით ბაკურიანის ტყეებში საგანგაშო მდგომარეობაა
თანამშრომლობა სატყეო სფეროში და სამოქალაქო ჩართულობის ეფექტური მექანიზმები
ახალციხეში  ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე იმსჯელეს
დასუფთავების აქციას რეგიონული სამოქალაქო ინიციატივები შეუერთდნენ
ახალციხეში სატყეო სექტორში არსებულ რეფორმებზე ისაუბრეს
სამცხე-ჯავახეთის ეკონომიკური პოტენციალის შემსწავლელმა ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა
CENN : სამცხე-ჯავახეთში ტყეების მდგომარეობა უარესდება