FM97.5 / LIVE

გამგეობის მისალოცი ბარათები საფარის მონასტრის გამოსახულებით

მთავარისაზოგადოება 28.12.2015
თვითმმართველი თემის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით შობა–ახალი წლის მისალოცი ბარათები ვრცელდება, რომლის გარეკანზეც საფარის XII საუკუნის მონასტერია გამოსახული.

გამგეობის მისალოცი ბარათები საფარის მონასტრის გამოსახულებით

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, მისალოცი ბარათები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისთვის, ასევე, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დამზადდა. ბარათებს მიიღებენ სხვადასხვა უწყებები საქართველოს მასშტაბითაც.

ახალციხის მუნიციპალიტეტი მულტიეთნიკური და მულტირელიგიური თემია. კითხვაზე, რის მიხედვით შეირჩა მისალოცის დიზაინი, გამგეობაში გვპასუხობენ, რომ მათ გარეკანისთვის თემის სიმბოლო შეარჩიეს.

"ყველა მუნიციპალიტეტს აქვს თავისი სიმბოლო, რომელიც აპელირებს იგივე ვთქვათ ტურისტებთან დაკავშირებით. ჩვენი ახალ ჩამოყალიბებული მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე უფრო ცნობილი არის საფარა. ეს არის ჩვენი სიმბოლო და ვცდილობთ რომ ეს ნახონ ადამიანებმა", – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გურამ მელიქიძე.

კითხვაზე, უხერხულობას ხომ არ ქმნის, რომ ეთნიკურად და რელიგიურად ჭრელ თემში მცხოვრებ შერეულ მოსახლეობას გამგეობა დამდეგ დღესასწაულებს მართლმადიდებლურ სიმბოლოანი მისალოცით ულოცავს, გამგებლის მოადგილე გვპასუხობს: "იერუსალიმში, როდესაც ძირითადი რელიგიები ერთად არის თავმოყრილი და სურათი რომ არის იერუსალიმის, ვინმესთვის უხერხულობას ქმნის?! ეს არის ტურისტული ადგილი, ჩვენი მუნიციპალიტეტის ცნობადობაზე გათვლილი. არავითარი უხერხულობის მომენტი აქ არ არის, ტაძრით კი არ მივულოცეთ, ეს არის მუნიციპალიტეტის სიმბოლო, კულტურულ მემკვიდრეობაში არის შეტანილი [საფარის მონასტერი]და არსად გაგვიმახვილებია და არ გვიწერია, რომ ეს არის მართლმადიდებლური ტაძარი".

როგორც გამგეობაში განგვიმარტეს, 100–ზე მეტი მისალოცი დაიბეჭდა და ამისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით 115 ლარი დაიხარჯა.

საფარის მონასტერი შუა საუკუნეების ქართული მონასტერია, სამცხის მფლობელ ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენცია. დაარსებულია არა უგვიანეს X საუკუნისა. მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელთან. ამჟამად აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვინ არის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ახალი მოადგილე
ტურისტული გზამკვლევი, მხოლოდ ქრისტიანული ძეგლებით
გიორგი კვირიკაშვილმა საფარის მონასტერი მოილოცა
ახალციხის გამგეობაში გასაუბრება დაიწყო
შესაძლოა ახალციხეში 409 ოჯახმა საგაზაფხულო ბარათი ვეღარ მიიღოს
გურამ მელიქიძე და რამინი მარტინენკო – ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი მოადგილეებს არჩევს
ახალციხის მუნიციპალიტეტის დამეწყრილ ზონებს გეოლოგები შეისწავლიან