FM97.5 / LIVE

ყოფილმა გამგებელმა ადიგენის გამგეობას ადმინისტრაციული დავა მოუგო

მთავარიპოლიტიკა 28.12.2015
ადიგენის ყოფილი გამგებელის სიმონ პარუნაშვილის ადმინისტრაციული დავა, იძულებით განაცდური საათების ანაზღაურების შესახებ, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა.

ყოფილმა გამგებელმა ადიგენის გამგეობას ადმინისტრაციული დავა მოუგო

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სიმონ პარუნაშვილის სასარჩელო მოთხოვნა სრულად, მისი ყოფილი კოლგების: რატი ტატალაშვილისა და ჯემალ იაკობაძის მოთხოვნა კი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სიმონ პარუნაშვილი იძულებით განაცდურის ანაზღაურებას, იაკობაძე და ტატალაშვილი კი იძულებით განაცდურის ანაზღაურებასთან ერთად, თანამდებობებზე აღდგენასაც ითხოვდნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადიგენის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს 11 თვის განმავლობაში იძულებით განაცდურ საათებს ადიგენის ადგილობრივი თვიმმართველობა აუნაზღაურებს. სიმონ პარუნაშვილს 27 000, რატი ტატალაშვილს 13 000 და ჯემალ იაკობაძეს კი 10 000 ლარი აუანზღაურდება.

რაც შეეხება თანამდებობეზე აღდგენას, სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ სიმონ პარუნაშვილი, ასევე რატი ტატალაშვილი და ჯემალ იაკობაძე იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვდნენ, თუმცა მათ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან უარი მიიღეს. ამის შემდეგ მიმართეს მათ სასამართლოს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს ბრალი სსკ–ის 332-ე მუხლის სხვადასხვა ეპიზოდში ედებოდათ, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობდა. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ლონდარიძემ გამგეობის ყოფილი თანამშრომლები 332–ე მუხლის ყველა ეპიზოდში უდანაშაულოდ სცნო. თუმცა, მოსამართლემ საქმე გადააკვალიფიცირა და ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლები 342–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სამსახურეობრივ გულგრილობაში დაადანაშაულა.

ლონდარიძემ საქმეში მყოფი სამივე ბრალდებული: ადიგენის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსი ჯემალ იაკობაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე რატი ტატალაშვილი, 3000–3000 ლარით დააჯარიმა.

სააპელაციო სასამართლომ ლონდარიძის გადაწყვეტილება გააბათილა და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები უდანაშაულოდ ცნო. უზენაესმა სასამართლომ კი აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენის ყოფილი გამგებელი სასამართლოში ჩივის
ადიგენის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები იძულებით განაცდურის მიღებას სასამართლოს გზით ეცდებიან
ადიგენის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს სახელმწიფო მორალურ ზიანს აუნაზღაურებს
ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
ადიგენის ყოფილი გამგებელი სააპელაციო სასამართლომ გაამართლა
პროკურატურამ ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმე უზენაესში გაასაჩივრა
რაში გაამტყუნა სასამართლომ ადიგენის ყოფილი გამგებელი