FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია

მთავარიპოლიტიკა 28.12.2015
9 ხმით 5 ხმის წინააღმდეგ, ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარედ "ქართული ოცნების" კანდიდატი, დავით ლომიძე აირჩიეს.

ახალციხის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია

შეგახენებთ, დღეს, 28 დეკემბერს, ახალციხის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა იმართება, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარე უნდა აერჩიათ.
თავმჯდომარის პოზიციაზე საკრებულოს უმრავლესობამ "ქართული ოცნების" წევრის, დათო ლომიძის კანდიდატურა დაასახელა, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კი ზურაბ სადათიერაშვილის.

სხდომას 15 დეპუტატი ესწრება, ამათგან, 9–მ ხმა "ქართული ოცნების" კანდიდატს დავით ლომიძეს დაუჭირა, 5–მა "ერთიანი ნაციოანლაური მოძრაობის" წევრს ზურაბ სადათიერაშვილს, 1 ბიულეტენი კი გაბათილდა.

საკრებულოს ახალარჩეულმა თავმჯდომარემ კოლეგებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, დღეს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მხოლოდ ეს საკითხი უნდა განიხილონ.

შეგახსენებთ, ახალციხის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე კახა ბერიძემ დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ 2015 წლის 7 აგვისტოს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ, საკრებულომ ცნობად 14 აგვისტოს მიიღო.

კახა ბერიძე ამ პოზიციაზე თითქმის ერთი წელი მუშაობდა, იგი საკრებულოს თავმჯდომარედ 2014 წლის 14 ივლისს, თვითმმართველი ქალაქის ახალციხის პირველი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე აირჩიეს.

კახა ბერიძის გადადგომიდან ამ დრომდე, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას თამარ გოგოლაძე ასრულებდა.

[თამუნა უჩიძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.09.2018 პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს

24.09.2018 ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

22.09.2018 ‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

22.09.2018 24 სექტემბრამდე წვიმიანი ამინდია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულო თავმჯდომარეს ირჩევს
როდის აირჩევენ ახალციხის  საკრებულოს თავმჯდომარეს
თვითმმართველი ქალაქის ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარედ კახა ბერიძე აირჩიეს
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით ლომიძე აირჩიეს
‘სიმბოლურად დაამთხვიეს, ახალ წელს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს’ – ლომიძე მოვალეობის შესრულებას შეუდგა
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე აირჩიეს