FM97.5 / LIVE

‘პირველი მერცხალი’ სამცხე–ჯავახეთში – წიგნი დეკანოზ სტეფანეს შესახებ

მთავარისაზოგადოება 26.12.2015
ქალაქ ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის, დეკანოზი სტეფანეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, მის სიცოცხლეშივე, მეცნიერ ნატო ყრუაშვილის ავტორობით, წიგნი გამოიცა.

‘პირველი მერცხალი’ სამცხე–ჯავახეთში – წიგნი დეკანოზ სტეფანეს შესახებ

„დეკანოზი სტეფანე“ – ასე ჰქვია ნაშრომს, რომელიც, როგორც მისი ავტორი ამბობს, არამხოლოდ ტაძრის წინამძღვრის, არამედ, მეოცე საუკუნის 70–იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, სამცხე–ჯავახეთის სასულიერო ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

წიგნი თავებად და ქვეთავებადაა დაყოფილი და საკმაოდ ვრცელ ფოტო–მასალაც მოიცავს. ავტორის განმარტებით, ნაშრომში დეტალურადაა გადმოცემული დეკანოზი სტეფანეს ცხოვრება და ყველა ის საკითხი, რაც დეკანოზის ცხოვრებასთანაა დაკავშირებული.

‘პირველი მერცხალი’ სამცხე–ჯავახეთში – წიგნი დეკანოზ სტეფანეს შესახებ
'წიგნის ავკარგიანობას მკითხველი შემიფასებს'– ამბობს ავტორი ნატო ყრუაშვილი, რომლისთვისაც ეს მე–7 წიგნია

„გადმოვეცი წმინდა მარინეს ეკლესიის შესახებ გარკვეული ისტორია, რამდენადაც წიგნის ტირაჟი აიტანდა; ასევე გადმოვეცი პატრიარქის სტუმრობები, იმიტომ, რომ ის პატრიარქმა გამოგზავნა სამცხე–ჯავახეთში და პირველი მერცხალი უწოდა, მართლაც პირველი სასულიერო პირი იყო რეგიონში მეოცე საუკუნის 70–იანი წლების დასასრულს; პატრიარქს და მამა სტეფანეს განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებთ და ჩავთვალე, რომ მის შესახებ უნდა დამეწერა, წიგნში აღწერილია როდის ჩამობრძანდა რეგიონში, რა მისია ჰქონდა, როგორ ხვდებოდა მას ხალხი და რას ნიშნავს ჩვენთვის პატრიარქი და მისი მოღვაწეობა“, – გვიხსნის ავტორი და აქვე, ამატებს, რომ ბუნებრივია პარარლელი გაკეთდა XX-XXI საუკუნების მიჯნაზე გარკვეულ მოვლენებთან, რომლებიც მხარეში ვითარდებოდა.

‘პირველი მერცხალი’ სამცხე–ჯავახეთში – წიგნი დეკანოზ სტეფანეს შესახებ ავტორის თქმით, კი, ეს არის მამა სტეფანეს ცხოვრება–მოღვაწეობა, მაგრამ ერთგვარად აქ არის წარმოდგენილი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენი კუთხის ისტორიაც.

„მე ეპოქაც წარმოვაჩინე. პიროვნების მოღვაწეობა უნდა შეფასდეს იმ ეპოქით, რომელშიც მოუწია მოღვაწეობა. შესავალში მე ვრცლად ვისაუბრე ქართული ეკლესიის მდგომარეობაზე სამცხე–ჯავახეთში“, – ამბობს წიგნის ავტორი, სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის უფროსი მეცნიერ – თანამშრომელი და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნატო ყრუაშვილი.

‘პირველი მერცხალი’ სამცხე–ჯავახეთში – წიგნი დეკანოზ სტეფანეს შესახებ ავტორის თქმით, დეკანოზი სტეფანეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წიგნის დაწერა, მრევლის იდეა იყო. იდეა რომ გააცნეს უარი არ უთქვამს და არც იტყოდა: „ამ წიგნის დაწერა ჩემთვის უფლის საჩუქარია“, თუმცა, მისი სხვა ნაშრომებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში მუშაობა ადვილი არ იყო.

ნატო ყრუაშვილი ამბობს, რომ სირთულეს რამდენიმე ფაქტორი ქმნიდა, პირველი ის, რომ ცოტა მასალები მოიძევებოდა მის შესახებ: „გარდა ამისა, აქამდე ყოველთვის მიწევდა გარდაცვლილი მოღვაწეების ცხოვრება–მოღვაწეობის შესწვალა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მე დავწერე ცოცხალი ლეგენდის შესახებ, თუ შეიძლება ასე ითქვას, მამა სტეფანეზე. ამიტომ, გარკვეული დრო დამჭირდა, რომ ჩამოვყალიბებულიყავი, როგორ დამეწერა, მასალა როგორ მომეძიებინა“.

‘პირველი მერცხალი’ სამცხე–ჯავახეთში – წიგნი დეკანოზ სტეფანეს შესახებ ავტორის განმარტებით, წიგნი სხვადასხვა ადამიანებთან გასაუბრებებს, თავად დეკანოზთან საუბრებს, სამეცნიერო ლიტერატურას და ხელნაწერებს ეყრდნობა: „ძალიან ბევრ ადამიანთან მომიწია გასაუბრება. უმნიშვნელოდ ეყრდნობა პრესასაც, რადგან პრესაში მის შესახებ ვრცელი მასალა არ მოიპოვება“.

დეკანოზი სტეფანე ამბობს, რომ საკუთარ ცხოვრებაზე საუბარი ეუხერხულება და დიდი ხნის განმავლობაში მის შესახებ წიგნის დაწერაც უხერხულობას უქმნიდა. ამ მოტივით უთხრა უარი საპატრიარქოს, თუმცა, წლების შემდეგ კვლავ გაჩენილ იდეას დასთანხმდა, იმ მოტივით, რომ ეს ერთგვარი დოკუმენტური მასალაა რეგიონის შესახებ.

წიგნის პრეზენტაციაზე დეკანოზმა სტეფანემ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც რეგიონში ჩამოვიდა: „ანაფორით არ იარო, სამოქალაქო ფორმით იარე, რომ ხალხი არ გააღიზიანო – მახსოვს, ასე დამავალა პატრიარქმა“.

‘პირველი მერცხალი’ სამცხე–ჯავახეთში – წიგნი დეკანოზ სტეფანეს შესახებ
'ამ კუთხეში ოფიციალურად ქართული ეკლესია არ არსებობდა.. რა თქმა უნდა რთული იყო ჩემი გზა" – დეკანოზი სტეფანე

ნაშრომის „დეკანოზი სტეფანე“ პრეზენტაცია ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, სასტუმრო რაბათის მესხურ დარბაზში, დღეს, 26 დეკემბერს შედგა. შეხვედრას ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე, თავად მამა სტეფანე, სასულიერო პირები, ახალციხის დედათა მონასტრის დედები, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე, ახალიხის ციხის თანამშრომლები და წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის მრევლის ნაწილი ესწრებოდნენ. დარბაზში იყვნენ ის მოქალაქეები, რომელთა ფინანსური დახმარებითაც წიგნი გამოიცა.

‘პირველი მერცხალი’ სამცხე–ჯავახეთში – წიგნი დეკანოზ სტეფანეს შესახებ ავტორის თქმით, წიგნზე წელიწადნახევარი მუშაობდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო ფინანსური პრობლემები და ბოლოს ნაშრომი ისევ მრევლის ფინანსური შეწირულობებით გამოვიდა. ამ ეტაპზე წიგნი 500 ეგზემპლარადაა დაბეჭდილი, მისი შეძენა საეკლესიო მაღაზიებშია შესაძლებელი.

როგორც ახალციხის მერიის კულტურის სამსახურში ამბობენ, მათ მხოლოდ წიგნის პრეზენტაციას გაუკეთეს ორგანიზება. პრეზენტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 650 ლარი გამოიყო.

‘პირველი მერცხალი’ სამცხე–ჯავახეთში – წიგნი დეკანოზ სტეფანეს შესახებ
'წიგნი ნამდვილად ძალიან კარგად არის დაწერილი, კარგად იკითხება და კარგად არის ფოკუსირებული მთავარ ამბებზე' – წიგნის რეცენზენტი, როინ ყავრელიშვილი

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.07.2020 კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური

11.07.2020 ‘4 თვეა შემოსავლის გარეშე ვართ’ – პანდემიის გამო საქორწილო ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდა

11.07.2020 11 ივლისს საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

10.07.2020 ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს: 'ხვალ დილით მწყემსები დატოვებენ მთას' [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მესხური ფოლკლორის შესახებ წიგნი გამოიცა
ნიაზ ბოლქვაძის წიგნის პრეზენტაცია ახალციხეში
რომან გოგოლაურის წიგნის პრეზენტაცია
რომან გოგოლაურს წიგნის გამოცემას მერია დაუფინანსებს
თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
'მესხური ფოლკლორის' პრეზენტაცია ბიბლიოთეკაში
ახალციხეში მერაბ რატიშვილის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა