FM97.5 / LIVE

ახალციხეში ენერგოეფექტურობაზე იმსჯელეს

მთავარიეკონომიკა 25.12.2015
როგორ უნდა დაიზოგოს ელექტროენერგიის მოხმარება და რა საფრთხეებს უკავშირდება კლიმატის ცვლილება, – ახალციხეში ენერგოეფექტურობაზე იმსჯელეს.

ახალციხეში ენერგოეფექტურობაზე იმსჯელეს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ენერგოეფექტურობა, მისი დანერგვა და გაძლიერება“ ფარგლებში, „ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში“ მრგვალი მაგიდა მოეწყო. არასამთავრობო სექტორისა და ქალაქ ახალციხის მერიის წარმომადგენლებმა ენერგოეფექტურობაზე, არსებულ ტრადიციებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

„წარვადგინეთ ხელსაწყო, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში შევიძინეთ და ადგილობრივ თვითმმართველობას თანამშრომლობას ვთავაზობთ. ამ აპარატის მეშვეობით შეგვიძლია დავადგინოთ სად რა პრობლემები და დარღვევებია ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით. შემდგომში ერთობლივი ძალებით უნდა აღმოვფხვრათ ეს პრობლემები“, – ამბობს „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი მაკა სუდაძე.

„ახალციხის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის ნუგზარ თათეშვილის თქმით, ელექტროეფექტურობა საკმაოდ მნიშვნელოვანია არა მარტო კლიმატის ცვლილებისთვის, არამედ თითოეული ოჯახის ეკონომიური მდგომარეობისთვის: „საკუთარი ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება ხდება არა იმის ხარჯზე, რომ კომფორტი მოგვაკლდეს, პირიქით, უფრო მეტი საცხოვრებელი კომფორტი აქვს ადამიანს“.

ქალაქ ახალციხის მერიამ ენერგიის დაზოგვაზე ზრუნვა უკვე დაიწყო. ახალციხე 2014 წლის 31 ოქტომბერს შეუერთდა მერების შეთანხმებას, რომლის თანახმადაც გარკვეული ვალდებულებები დაეკისრა. მათ შორის იყო ენერგეტიკის მდგრადი განვითარების გეგმის მომზადება, რომელიც 2016–2020 წლებისთვისაა შექმნილი.

მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გეგმის თანახმად, შეიქმნება მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სააგენტო და რაბათის კომპლექსის გარე განათების ნათურებს ელექტროეფექტური ნათურებით ჩაანაცვლებენ.

„სააგენტო იმუშავებს გრანტების მოზიდვაზე, ამ კუთხით სპეციალისტების მომზადებაზე. ხოლო განათებას რაც შეეხება, ამ პროექტით მოხდება როგორც ემისიების დაზოგვა, ასევე დაიზოგება მერიის ხარჯები“, – ამბობს ქალაქ ახალციხის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნაირა სამსოსონიძე და ამატებს, რომ გარდა აღნიშნულისა, მერიის ერთ–ერთი პრიორიტეტია ენერგოეფექტური ბაღის მშენებლობა, მწვანე არქიტექტურით, დღეს–დღეობით ახალციხეში სამი ბაღის შენობა ამორტიზებულია, მათ აღარ შევაკეთებთ, ერთ–ერთი ბაღის ბაზაზე ვფიქრობთ ენერგოეფექტური ბაღის მშენებლობას, რომელიც გათვლილი იქნება 400 ბავშვზე“.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


19.02.2019 ‘მომავლის თაობამ’ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები გამოავლინა

17.02.2019 ახალციხეში 'ევერესტის' მონაწილეები დააჯილდოეს

16.02.2019 საქართველოს სკოლებში ჩინური ენის შესწავლა შესაძლებელი იქნება

15.02.2019 ახალციხეში, სკოლის მოსწავლეებს შორის შაშსა და ჭადრაკში ტურნირი მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.02.2019 მძღოლები, რომლებსაც ავარია არ დაუფიქსირდებათ, შეღავათებით ისარგებლებენ

20.02.2019 ნინოწმინდაში ორლოვკიდან სპასოვკამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტა

20.02.2019 ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას მოქალაქეები 1 მარტამდე შეძლებენ

19.02.2019 ‘ტუალეტში კარი არ იკეტება, არც ქაღალდია და არც საპონი’– ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

როგორ აპირებს ახალციხის მერია ენერგიის დაზოგვას
ახალციხის მერია ელექტროენერგიის დაზოგვაზე დაფიქრდა
პირველი ენერგოეფექტური ბაღი ახალციხეში შენდება
ააიპ–ი 'კლიმატის ცვლილებებისთვის ფეხის ასაწყობად' – ხმაური მერიაში
ახალციხის მერიის ახალი ა(ა)იპ–ის ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილია
ახალციხის ციხეზე ენერგოეფექტური განათება დამონტაჟდა
რაბათის კომპლექსზე ენერგოეფექტური განათება დამონტაჟდება