FM97.5 / LIVE

ძველი ბაზრის უპირატესობა და საფრთხეები

მთავარიეკონომიკა 21.11.2012
ერთი წლის წინ დაკეტილი ძველი ბაზარი ქალაქის ცენტრში, კვლავ ამოქმედდა. უკავშირდება თუ არა ბაზრის გახსნა ხელისუფლების შეცვლას, რას გეგმავენ ბაზრის მფლობელები და რას ამბობენ ადგილობრივები - უნდა დარჩეს თუ არა ბაზარი ქალაქის ცენტრში

ძველი ბაზრის უპირატესობა და საფრთხეები

ვინ დაბრუნდა ძველ ბაზარში

ქალაქის ცენტრში მდებარე ძველ ბაზარში, ღია ცის ქვეშ, ხილ-ბოსტნეულით დატვირთული რამდენიმე მარშუტკა დგას. ათი დღის წინ გახსნილ ბაზარში დღეის მდგომარეობით უკვე 12 მოვაჭრეა. ამათგან, აქამდე ქალაქის გარეუბანში მდებარე ”ალფა მარკეტში” მხოლოდ ერთი მათგანი ვაჭრობდა, 9 მოვაჭრე ”ალფა მარკეტის” ეზოში იდგა, ორი მათგანს კი სავაჭრო დახლი აქვე, ძველი ბაზრის გარეთ ჰქონდა მოწყობილი.

ხილ-ბოსტნეულზე მოვაჭრე მალხაზ თათოშვილი ამბობს, რომ დღეში თითქმის მთელი მარშუტკა პროდუქტს ყიდის. კლიენტების რაოდენობით კმაყოფილია სიმონ ყულჯანიშვილიც, რომელიც, მას შემდეგ, რაც ბაზარი გაუქმდა, ბოსტნეულს ყოფილ ბაზართან სახელდახელოდ მოწყობილ სავაჭრო დახლზე ყიდდა.

”ტერიტორიით ჯობია ეს, ხალხის მასობრივი მოძრაობაა”, - ამბობს სიმონ ყულჯანიშვილი.

ძველი ბაზრის უპირატესობა და პირობები

მოვაჭრეები ერთხმად ამბობენ, რომ ამ ბაზრის უპირატესობა მხოლოდ ადგილმდებარეობაა. პირობებით ახალი ბაზარი სჯობია. ქირა კი ორივე სავაჭრო ადგილას ერთი და იგივე, ერთ კვადრატულ მეტრზე ორი ლარია.

”პირობები ეგება დაბლა კი ჯობია, დახურულში ვიყავით, მაგრამ ჯიბეს ეს ურჩევნია. იქ ორი ლარი მიმქონდა სახლში, აქ თითო ადამიანმაც რომ გაიაროს და ერთი ლარის ივაჭროს, საშუალოდ, 70-80 ლარი გამოგვდის დღეში”, - გვეუბნება სვეტლანა ოსტროვსკაია.

ძველი ბაზარი, 7 ნოემბერს, დაკეტვიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, ყოველგვარი პირობების გარეშე გაიხსნა. აქ ჯერ, არც სავაჭრო დახლებია და არც რაიმე გადახურული ფართი წვიმაში თავშესაფარებლად. კომფორტული და მოწესრიგებული ბაზარი არც დაკეტვამდე იყო. წვიმისგან თავს მოვაჭრეები ”პლაშებითა” და ცელოფნებით იცავდნენ. ზამთარში დახლებს შუა დანთებული ცეცხლით თბებოდნენ. ღია დახლებზე იყიდებოდა ხორცისა და რძის პროდუქტებიც.
რას ფიქრობენ ადგილობრივები

ადგილობრივების უმეტესობა ფიქრობს, რომ ბაზარი თუ კვლავ ამოქმედდება, სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს.

”რაც ადრე იყო, ის აღარ უნდა დაბრუნდეს. ასეთი ფორმით თუ დარჩება, ალბათ არც შევალ”, - ამბობს ახალციხეში მცხოვრები გურამ ჯინჭველაძე.

მის მოსაზრებას იზიარებს ზურაბ სადათიერაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ იმ პერიოდში როცა აქ ბაზარი ფუნქციონირებდა, მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა იყო გაჩარებული. ეს კი, გარდა იმისა, რომ ანტისანიტარიას ქმნიდა, მოძრაობასაც აფერხებდა და მაწანწალა ძაღლების მომრავლებასაც უწყობდა ხელს: ”ქუჩა არ უნდა იკეტებოდეს, გარე ბაზრობა არ უნდა იყოს, ნორმები უნდა იყოს დაცული”.

მოძრაობის პრობლემებსა და ანტისანიტარიას, ბაზართან ახლოს მცხოვრები ცირა მესხიშვილიც იხსენებს: ”მანქანით ვერ გაივლიდი ქუჩაზე, ფარეხიდან ვერ გამომ,ყავდა. გარდა ამისა, საკუთარი თვალით ვხედავდი რა პირობებსი იყიდებოდა რძის პროდუქტები და მეცოდებდა ხალხი ვინც ყიდულობდა”.

რატომ არ მოსწონს მოვაჭრეების ნაწილს ”ალფა მარკეტი”

სავაჭრო ცენტრში, სახელწოდებით “ალფა მარკეტი”, რომელსაც თამარაშვილის ქუჩაზე, სამ ჰექტრამდე ტერიტორია უკავია, მოვაჭრეებს გადასვლა თავიდანვე არ სურდათ. მიზეზად დასახლებული უბნებიდან სიშორეს ასახელებდნენ. მიუხეადავად ამისა, გასული წლის ნოემბერში ძველი ბაზარი მოულოდნელად, ერთ დღეში დაიცალა და დაინგრა. მოვაჭრეების ვარაუდი ნაწილობრივ გამართლდა. პირველ თვეებში ბაზარს მყიდველი მართლაც მოაკლდა. თუმცა, როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ნელ-ნელა ბაზარს კლიენტი მიეჩვია და ახლა მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა.

მოვაჭრეების მოსაზრებას, რომ ბაზარმა კლიენტი დაკარგა, ზურაბ სადათიერაშვილი არ იზიარებს: ”მაღაზიებში გაჩნდა ბოსტნეული, რომელიც ბითუმად მოაქვთ ბაზრიდან. ადრე თუ მოქალაქე ყიდულობდა მწვანილს 100 გრამს, ახლა მაღაზიას მიაქვს მაგალიტად 5 კილოგრამი და იქიდან ყიდულობს ხალხი. რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყიდის, იგივე რაოდენობის იყიდება”.

სადათიერაშვილს არ ეთანხმებიან მოვაჭრეები.

”ბითუმად იაფად ყიდი, გრამობით უფრო მეტი გრჩება. ბითუმად გაყიდვა ჯობია იმ შემთხვევაში, როცა ტონობით ყიდი და არა კილოგრამობით”, - ამბობს სიმონ ყულჯანიშვილი.

რა კავშირშია ბაზრის გახსნა პოლიტიკასთან

ძველი ბაზრის კვლავ გახსნაზე საუბარი მიმდინარე წლის დასაწყისიდანვე დაიწყო. თუმცა, დაკეტილი რკინის კარი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვის თავზე გაიხსნა. ყოფილ ბაზარს რამდენიმე მფლობელი ჰყავს. ორი კერძო პირი, რომელთაც 4 კვადრატული მეტრი ტერიტორია ეკუთვნით და შპს ”ბაზარი”, რომელსაც რვა მეწილე ჰყავს. ამათგან, ორი კოალიცია ”ქართული ოცნების” მხარდამჭერი იყო. ამიტომ, ბაზრის გახსნა ადგილობრივებმა არჩევნების შედეგებით ახსნეს.

ამ მოსაზრებას კატეგორიულად გამორციხავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი. მისი მტკიცებით, პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია.

”ხელისუფლების ცვლილებამ გამოიწვია კანონის წინა პლანზე წამოწევა და ისინი იყენებენ იმ უფლებებს, რაც მათ აქვთ კანონით. ჩვენ არ ვერევით კერძო საკუთრებაში. ვინ რომელი პარტიის წევრი იყო, საერთოდ არ არის ამასთან კავშირში, პოლიტიკური მოტივი არ არის”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ ერთადერთი, რაშიც შეიძლება თვითმმართველობა ჩაერიოს, ბაზარში სტანდარტების დაცვაა, - ერთადერთი მოთხოვნა გვექნება, რომ დაცული იყოს ჰიგიენური პირობები”.

შპს ”ბაზრის” მოლარე რუსუდან გაჩეჩილაძე, რომელიც ასევე ”ქართული ოცნების” მხარდამჭერია, ამტკიცებს, რომ ბაზრის საკითხი სწორედ პოლიტიკურმა ამინდმა გადაწყვიტა: ”როგორ არ უკავშირდება, პოლიტიკური მოტივი იყო, აბა რა. ახლა ავრცელებენ ჭორებს, რომ ტერიტორია სადავოა და ლიცენზია არ გვაქვს. ისე ვინ გაგვიშვებდა? ყველაფერი მოწესრიგებულია”.

სადავო ბაზრის ტერიტორიაზე, სწორედ ის ოთხი კვადრატული მეტრია, რომელიც კერძო პირების მფლობელობაშია. მათ ამ ტერიტორიის სავაჭროდ გამოყენება აღარ სურთ. იმ შემთხვევაში კი, თუ აქ ბაზარი სრული დატვირთვით ამოქმედდა, ისინი მისასვლელი გზის გარეშე რჩებიან. საკრებულო არც სადავო ტერიტორიის საკითხში ერევა.

”კერძო დავებისთვის არსებობს სასამართლო”, - ამბობს სანდროშვილი. გაჩეჩილაძის თქმით კი სადავო აღარაფერია: ”ყველაფერზე შევთანხმდით”.

რა გეგმები აქვთ ბაზრის მფლობელებს

რაც შეეხება ბაზარში პირობების მოწესრიგებას, გაჩეჩილაძის თქმით, მას შემდეგ რაც მთავრობა დაპირებული იაფი კრედიტების პროგრამას აამოქმედებს, სესხს აიღებენ და ახალ ბაზარს გააკეთებენ. მისივე მტკიცებით, ნელ-ნელა ჩნდებიან სპონსორებიც, თუმცა მათ ვინაობას არ ასაჯაროებს: ”თბილისდანაც არიან, ადგილობრიოვებიც…ისევ სასოფლო-სამეურნეო ბაზარი გაკეთდება, ესენი დაინგრევა და ახალი შენობა აშენდება”.

კითხვაზე, სჭირდება თუ არა ქალაქს ორი სასოფლო-სამეურნეო ბაზარი, ჯინჭველაძე ფიქრობს, რომ მოთხოვნა იქნება: ”გადავსებული იყო კვირას ქვედა ბაზარი, იქაც არ არის იდეალური სიტუაცია, იმისთვისაც ბევრია. გამოდის, რომ ქალქში ორი ბაზრის საჭიროება არის. აქ შეიძლება პატარა ბაზარი გაიხსნას, მაგრამ ნორმალურ პირობებში”.

ცირა მესხიშვილი კი მიიჩნევს, რომ პატარა ქალაქს ორი ბაზარი არ სჭირდება.

”ყველაფერი არის კონკურენცია. ხალხი წავიდა იქ იმიტომ, რომ უკეთესი პირობები იყო. აქ მარტო რომ დაგავეს, როგორ შეიძლება?! არანაირი პირობები არ არის. კი ბატონო, აიღონ კრედიტი, გააკეთონ კეთილმოწყობილი ბაზარი და მერე იყოს თუ უნდათ, მაგრამ რად უნდა ორი ბაზარი ამ პატარა ქალაქს?! აქ შეიძლება გაკეთდეს სასეირნო-დასასვენებელი, ან პარკირების ადგილი”, - ამბობს მესხიშვილი და აქვე ამატებს, რომ ხალხი ბაზარს ნამდვილად მიეჩვია, მთავარია ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდეს, - უფრო ხშირად უნდა დადიოდეს საქალაქო ტრანსპორტი, როგორც მაგალითად დედაქალაქში. ვის აქვს ბაზარი მეზობლად? ყველა ქალაქში ასეა”.

7 ნოემბერს, გახსნის დღეს, ბაზარში რვა მოვაჭრე დაბრუნდა. დღეს უკვე, ღია ცის ქვეშ, 12 მოვაჭრე დგას. ტერიტორიის მფლობელები ჯერ ფინანსების მოძიებით არიან დაკავებული და მშენებლობის დაწყებას არ აპირებენ. მართალია მოვაჭრეებია მტკიცებენ, რომ ღია ცის ქვეშ დგომას მიჩვეული არიან, მაგრამ მაინც ძნელი სავარაუდოა, რომ ზამთრის ყინვიან დღეებში ამ პრობებში მუშაობა შეძლონ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

დაკეტვიდან ერთი წლის თავზე ძველი ბაზარი ისევ გაიხსნა
მოვაჭრეები ძველ ბაზარში აპირებენ დაბრუნებას
ახალციხის ცენტრში, ყოფილი ბაზრის ადგილზე ისევ ბაზარს ხსნიან
ნინოწმინდაში აგრარული ბაზარი აშენდება
ახალქალაქის ბაზარში ელემენტარული პირობები არ არის
მოვაჭრეები ამ ზამთარსაც სიცივეში გაატარებენ
ახალციხის ბაზარს ახალი დირექტორი ჰყავს