FM97.5 / LIVE

პრეზიდენტმა პარლამენტს კვირიკაშვილის კანდიდატურა დასამტკიცებლად წარუდგინა

მთავარიპოლიტიკა 25.12.2015
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დასამტკიცებლად გადაუგზავნა.

პრეზიდენტმა პარლამენტს კვირიკაშვილის კანდიდატურა   დასამტკიცებლად წარუდგინა

"მოგახსენებთ, რომ შემოსულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, რომელიც მე უკვე გადავაგზავნე პარლამენტში დასამტკიცებლად, რათა არ შეიქმნას შეფერხება, ამდენად ამ ორი-სამი დღის განმავლობაში მე მხარი დავუჭირე, როგორც პრემიერ-მინისტრის გადადგომას, ასევე ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენას, ახლა უკვე ჯერი საქართველოს პარლამენტზეა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, 25 დეკემბერს გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის პოსტზე პრეზიდენტისთვის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურის წარდგენაზე შეთანხმდა.

სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილსა და პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელა ირაკლი ღარიბაშვილს ხვდებოდნენ.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ასევე შვიდი დღის ვადაში უნდა შეარჩიოს მინისტრების კანდიდატურები და ნდობის გამოცხადებისთვის საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს. პარლამენტმა გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში უნდა მიიღოს.

მთავრობისათვის პარლამენტის ნდობის მისაღებად პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო. ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, პრეზიდენტი 2 დღის ვადაში დანიშნავს პრემიერ-მინისტრს და ასევე 2 დღის ვადაში პრემიერი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას.

ასევე შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც უკვე ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა.

დღეს გამართული სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილს გადადგომის მიზეზები აღარ განუმარტავს, იმ მოტივით, რომ „მის გამოსვლაში გამოსვლაში ყველაფერი იყო აბსოლუტურად ნათელი. ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ფიქრობდა და სწორად შეარჩია ამ გადაწყვეტილების გამოცხადების დრო“.

დღეს მან სამომავლო გეგმებზე პირველი კომენტარიც გააკეთა.

ახლა ვაპირებ, რომ უბრალოდ დავისვენო და დანარჩენს დრო გვიჩვენებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

მოვალეობის შესრულება მთავრობის იგივე შემადგენლობას დაეკისრა
ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს
ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო განცხადების გაკეთება 20:00 საათისთვის გადადო
საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად პრეზიდენტს გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა განახლდება
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დასახელდა