FM97.5 / LIVE

რეგიონში ოჯახური ძალადობის შემთხვევებმა იმატა

მთავარისაზოგადოება 20.11.2012
ოჯახური ძალადობის კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს ახალციხეში შეხვედრა გამართა, რომელზეც,ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმის ეფექტურობაზე იმსჯელეს.

რეგიონში ოჯახური ძალადობის შემთხვევებმა იმატა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთევან ბაბიაშვილის თქმით, რეგიონში ოჯახური ძალადობის შემთხვევებმა იმატა: ”2012 წელს, სექტემბრის ჩათვლით, ოჯახური ძალადობის 112 საქმე გვაქვს წარმოებაში. სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანების მომართვიანობა ყოველწლიურად იზრდება”.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით, მსგავსი შეხვედრები საშუალებას აძლევთ გაიგონ რა მდგომარეობაა რეგიონში ძალადობის კუთხით, რათა შემდგომ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით მნიშვნელოვანი ღონისძიებები დაგეგმონ.

ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ოჯახის პრობლემაა და მხოლოდ ოჯახმა უნდა გადაწყვიტოს.
ასოციაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს საზოგადოებრივი პრობლემაა და საზოგადოების მხრიდან შასაბამის რეაგირებას საჭიროებს.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის წარმომადგენელები სამცხე-ჯავახეთში შეხვედრებს პერმანენტულად ატარებენ.

”თემატური შეხვედრების გარდა, გვაქვს ავტოტურები. ოთხი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით ვხვდებით მოსახლეობას და ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე ვსაუბრობთ”, - განმარტავს ბებიაშვილი.

კვირეულის ფარგლებში ასოციაციამ მსგავსი შეხვედრა გორშიც გამართა.

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გორის ოფისი 2000 წლიდან ფუნქციონირებს.

”ვცდილობთ გავავრცელოთ ინფორმაცია და დავიცვათ ქალთა უფლებები შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. ვმუშაობთ ოჯახში ძალალადობის კუთხითაც, რადგან ძალადობა არა მხოლოდ ქალის მიმართ, არამედ ოჯახის სხვა წევრების მიმართაც ხორციელდება”, - განმარტავს ბებიაშვილი.

ასოციაცია ძალადობის მსხვერპლს უფასო იურიდიულ დახმარებას და საადვოკატო მომსახურებას უწევს. საჭიროების შემთხვევაში ხდება მსხვერპლის გადამისამართება ფსიქოლოგთან. ფსიქოლოგის გადაწყვეტილების შესაბამისად კი საჭიროების შემთხვევაში იგი თავშესაფარში გადაჰყავთ.

ასოციაციაში ამბობენ, რომ ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობის გაზრდა კანონში შეტანილმა ცვლილებებმაც განაპირობა. მიმდინარე წელს ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, ოჯახში ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცვლილებებია შესული ადმინისტრაციულ სამართალდაღვევეთა კოდექსშიც,რომლის თანახმად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.01.2020 ბაკურიანში 10 ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

24 წლის გოგონა ქმარს ძალადობაში ადანაშაულებს
საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირია
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას ახალქალაქელი მოსწავლეები გაეცნენ
დავით ზარიძე:  სამცხე–ჯავახეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევები გახშირდა
ონლაინ სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ახალციხეში შეხვედრა გაიმართება
სემინარი ოჯახში ძალადობის შესახებ ახალგაზრდებთან
ოჯახური დანაშაულის ბრალდებით, სამცხე–ჯავახეთში, 3 თვეში 39 პირი დააკავეს