FM97.5 / LIVE

გამგეობის საჩუქარი ბიბლიოთეკებს

მთავარისაზოგადოება » განათლება 24.12.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აწყურისა და ვალის ბიბლიოთეკებს საჩუქრად 118 წიგნი გადასცა.

 გამგეობის საჩუქარი ბიბლიოთეკებს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის ბიბლიოთეკისთვის 64, ვალის ბიბლიოთეკისთვის კი 54 წიგნი გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით შეიძინა. თოთეულ ბიბლიოთეკა 800 ლარის ღირებულების წიგნები გადასცეს. როგორც კულტურის განყოფილებაში განმარტავენ, წიგნები მოსახლეობის მოთხოვნის გათვალიწინებით შეიძინეს.

„ეს წიგნები იყო შერჩეული მკითხველის, მოსწავლე–ახალგაზრდობის თხოვნით. ამ ეტაპზე 17 ათასი წიგნი გვაქვს ბიბლიოთეკაში და ამ ფონდს ახალი წიგნები დაემატება“, – ამბობს ქალაქ ვალის საქალაქო ბიბლიოთეკის სპეციალისტი მზია ჯანაშვილი.

წიგნების გარდა გამგეობამ ინვენტარი და საახალწლო აქსესუარები ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლებისთვისაც შეიძინა.

„მუსიკალური ცენტრი, ნაძვის ხის მოსართავები, საოფისე სკამები გადაეცემათ სხვილისის, ვალის, აწყურის და ურავლის კულტურის სახლებს. ურავლის კულტურის სახლში ამ ეტაპზე რეაბილიტაცია მიმდინარეობს, საახალწლოდ გაიხსნება და შესაბამისად გადაეცემათ საჩუქრები“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.

მისივე თქმით, წიგნებისა და სხვადასხვა ინვენტარის შესაძენად ჯამში 3 500 ლარი დაიხარჯა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2019 მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'თუ ხვალინდელი დღე არ დადგება' გაიმართება

11.11.2019 ვინ გახდნენ ადიგენის საპატიო მოქალაქეები

11.11.2019 ადიგენში ‘ზარზმობის’ დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო/ვიდეო]

11.11.2019 შსს-მ ფილმში 'და ჩვენ ვიცეკვეთ' პორნოგრაფია ვერ აღმოაჩინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბიბლიოთეკებს ახალი წიგნები გადაეცემათ
ახალციხის ბიბლიოთეკებს წიგნები გადაეცა
ახალციხის ბიბლიოთეკებს ახალი წიგნები გადაეცათ
ახალციხეში „ივლიტას ბიბლიოთეკისთვის“ წიგნებს აგროვებენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებს საჩუქრად 1 800 წიგნი გადაეცა
ახალციხის სომხურ სკოლას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წიგნები გადასცა
ვალის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება