FM97.5 / LIVE

ქალაქის მერი ‘ახალციხის ციხის’ ამბებზე: ძალიან ნუ გაზრდით ამ თემას

მთავარიპოლიტიკა 24.12.2015
ქალაქ ახალციხის მერი, გიორგი კოპაძე, „ახალციხის ციხის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და მერიის ყოფილი თანამშრომლის ინციდენტის თემას ეხმაურება.

ქალაქის მერი ‘ახალციხის ციხის’ ამბებზე: ძალიან ნუ გაზრდით ამ თემას

გიორგი კოპაძის განცხადებით, ადამიანებს შორის შელაპარაკება ყოველთვის ხდება და ამ თემის მსჯელობის საგნად ქცევა საჭირო არ არის.

„მე არ ვიცი ამ ფაქტის შესახებ ჯერ არაფერი. როგორც გავიგე, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ეს ყველა ადამიანს შორის შეიძლება მოხდეს. ფიზიკური დაპირისპირების შესახებ არაფერი ვიცი, შეიძლება მოხდა კიდეც, მაგრამ არამგონია. ნუ გააკეთებთ ამის აჟიტირებას და ძალიან ნუ გაზრდით ამ თემას“, – განაცხადა ახალცხის მერმა დღეს, 24 დეკემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

„ახალციხის ციხეში“ მომხდარი დაპირისპირების თემაზე მერს დეტალები აღარ განუხილავს, მან განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიბა და დაელოდება შედეგებს.

შეგახსენებთ, რომ „ახალციხის ციხის“ თანამშრომლების თქმით, „ახალციხის ციხის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ილია სიდამონიძეს მისი მოადგილის, ნათია ხუციშვილის მეღულემ, ახალციხის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა, გიგი რუხაძემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებული სტატიის საფუძველზე კი შსს–მ გამოძიება დაიწყო. საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით იძიებენ, რაც ცემას გულისხმობს.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

‘ახალციხის ციხის’ დირექტორის შესაძლო ცემის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
"ახალციხის ციხის" დირექტორის შესაძლო ცემის ფაქტზე ძიება შეწყდა
‘ახალციხის ციხის’ თანამშრომლები: მერის ყოფილმა მძღოლმა ‘ციხის’ დირექტორს დაარტყა და ნივთები დაუმსხვრია [შესწორებული]
ახალციხის ციხეს ახალი უფროსი ჰყავს
ახალციხის მერი: ‘ციხის დირექტორად რომ დავნიშნო, ახალციხეში ეგეთი ჯერ ვერავინ ვნახე’
ახალციხეში  ფიზიკური დაპირისპირების შედეგად  17 წლის ბიჭი  დაშავდა
ახალციხეში, ავეჯის მაღაზიაში ფიზიკური დაპირისპირების გამო პოლიცია გამოიძახეს