FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთი აგრარულ მიმართულებაში კვლევითი პრაქტიკის გაძლიერებაში ერთვება

მთავარისაზოგადოება 24.12.2015
სოფლის მეურნეობის მიმართულებით საგანმანათლებლო კვლევითი ინსტიტუციების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით ახალი პროექტი დაიწყო.

სამცხე–ჯავახეთი აგრარულ მიმართულებაში კვლევითი პრაქტიკის გაძლიერებაში ერთვება

„ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ENPARD“ ფარგლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელთან CENN და PMC კვლევით ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტს „კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით, რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“.

აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია დღეს, 24 დეკემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა. პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობისა და სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.

„პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის პროფესურა და სტუდენტები დაამუშავებენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომელიმე სასოფლო კულტურის კვლევით მეთოდოლოგიას, მოხდება უშუალოდ კვლევის პროცესის განხორციელება და შედეგების გაზიარება. ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი გაზრდის რეგიონული უნივერსიტეტის კვლევით შესაძლებლობებს, უნივერსიტეტში დაინერგება ახალი კვლევის სერვისი ფერმერებისთვის, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორისთვის, ასევე გაღრმავდება კომუნიკაცია მათ შორის“, – ამბობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რეგიონული განვითარების კოორდინატორი ქეთევან რუხაძე და ამატებს, რომ რომელი კულტურის კვლევა განხორციელდება სამცხე–ჯავახეთში ჯერ დაზუსტებული არ არის.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

19.05.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.05.2020 საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი

24.05.2020 მუსლიმები რამადან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

23.05.2020 სოფელ ორლოვკაში გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ

23.05.2020 მძღოლების ნაწილს მანქანის ტექნიკური ინსპექტირების გავლა ორი თვით გაუხანგრძლივდათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

კვლევის შედეგი: ‘თესლით მოყვანილ ხახვს მეტი მოგება აქვს, ვიდრე ბოლქვით’
თანამშრომლობის მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აკვაკულტურის განვითარების ასოციაციას შორის [R]
ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქში სოფლის განვითარების პროექტი იწყება
ინდოეთის დელეგაცია ჯიღაურას კვლევით ბაზას ეწვია [R]
გუბერნიაში აგრარული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
'მეძროხეობის სანაშენე ცენტრის  ჩამოყალიბება' ებრაული კომპანიის ხელშეწყობით განხორციელდება [R]
ოთარ დანელიამ კატერინა მატერნოვასთან ერთად ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივები დაათვალიერა [R]